თბილისი

თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება

თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სატელევიზიო ანძის პროექტზე ჩვენ არჩევნების წინაც ვსაუბრობდით. ვიდეოკლიპიც კი გვქონდა გაკეთებული. თავად კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ეს არის „კოკო არქიტექსტი“. ამ კომპანიას ამდაგვარი ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. მერიაში რამდენიმე ვერსია განვიხილეთ და მოხდა შეჯერება ორ ვარიანტზე. ამ განხილვებში ჩართული იყვნენ ჩვენი კულტურული ...

დაწვრილებით »

თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო

თბილისში, თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ 1tv.ge წერს. სამსაფეხურიანი საბაგიროს ქვედა სადგური თავისუფლების მოედანთან მდებარე სასტუმრო „Luxury Collection“-ის ბოლო სართულზე განთავსდება, რომელიც დაუკავშირდება ჯერ სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის პროექტს, ბოლოს კი თაბორის ქედზე სასტუმროსა და გოლფ კლუბს. „მნიშვნელოვანია, რომ საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ...

დაწვრილებით »

“ვიცი, რომ პატარები განსაკუთრებით ელოდობიან საახალწლო ნაძვის ხის ანთებას” – თბილისის მერი საახალწლო ღონისძიებებზე საუბრობს

თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებების ადგილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში მიიღებს. კახა კალაძემ ჟურანლისტ ირაკლი ჩიხლაძის კითხვას უპასუხა, თუ სად დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და სად ჩატარდება საახალწლო ღონისძიებები. „უახლოეს მომავალში მოგახსენებთ ჩვენს გადაწყვეტილებას თუ სად დაიდგმება მთავარი ნაძვის ხე. მე ვიცი, რომ პატარები ძალიან ელოდობიან საახალწლო ნაძის ხის ანთებას, მიიღონ ინფორმაცია იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ...

დაწვრილებით »

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, დედაქალაქის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება. „დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს იმ თანადგომისთვის, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით არსებობს. 2019 წლის ...

დაწვრილებით »

თბილისში ღამის ავტობუსმა შესაძლოა ლისის ტბის და ვაკის მიმართულებით იაროს

თბილისში ღამის ავტობუსმა შესაძლოა ლისის ტბის და ვაკის მიმართულებით იაროს. როგორც “ღამის ეკონომიკის” პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ამბობს, ახლა ღამის ავტობუსით 30-40 მგზავრი სარგებლობს, თუმცა, მერიას კონკრეტული მონაცემები დეკემბრის ბოლოს ექნება. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. “გვინდა, ზაფხულში უკვე სხვა მიმართულებებზე გავუშვათ ავტობუსი, მაგალითად, ვაკის მიმართულებაზე, რადგან ამ მიმართულებით არაფერი მოძრაობს ღამის განმავლობაში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კუს ტბაზე რამდენიმე ...

დაწვრილებით »

თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

თაბუკაშვილის ქ. N42-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც ადრეული მხატვრობის ფერწერული ფენები გამოვლინდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპოზიციის დიდი ნაწილი, თვითნებური ჩარევის შედეგად, შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც, სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა. ადრეული მხატვრობის ნიმუში, რაზეც წელიწადის დროებია გამოსახული, კონსერვატორ-რესტავრატორების მიერ პირვანდელი სახით აღდგა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, სადარბაზოს კარს, მოზაიკურ იატაკსა და ლითონის მოაჯირებს. აღნიშნული შენობა 1889 წელსაა აგებული ...

დაწვრილებით »

კამპანია „გაუფრთხილდი ქალაქს – გაამწვანე თბილისი“ გრძელდება.

„გაამწვანე თბილისი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებში, ქალაქში ხე-მცენარეები ირგვება. ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება. გაზაფხულზე აქცია მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის პარკები, სკვერები, ახალი საქალაქო პარკების შექმნა. რა თქმა უნდა, მწვანე სივრცეები ზოგადად, ალამაზებს ქალაქს და ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მსგავსი ტიპის სამუშაოები, რომელიც მომავალში მოგვცემს შედეგს და ჩვენი ქალაქი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და ...

დაწვრილებით »

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნება

საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში ფუნქციონირებას დაიწყებს საუდის არაბეთის საელჩო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატების ჯგუფი საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვა. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღო. “საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს მხარეების სურვილს ხელი შეუწყონ არსებული ურთიერთობების კიდევ ...

დაწვრილებით »

თბილისის მერიამ ნაციონალების დროს გასხვისებული კორტების ტერიტორია დაიბრუნა

“ნაციონალური მოძრაობის” დროს იპოდრომის მიმდებარედ გასხვისებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორია თბილისის მერიის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა. კახა კალაძის განცხადებით, ეს მიწის ნაკვეთი საბურთალოს და ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარეობს და საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეულია. მერის განცხადებით, 2009 წელს მიწის ეს ნაკვეთი უცხოურ დეველოპერულ კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც ეს მიწა განაშენიანების მიზნით შეიძინა. “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დანაშაულებრივი ...

დაწვრილებით »

თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ეწვევიან. წელს, ამ ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. “პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ფორუმის დღეებში ერთვებიან. აღნიშნული ღონისძიება ჩვენს დედაქალაქში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები ...

დაწვრილებით »