ბიზნესი

5 რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენებას მთავრობა 100 %-ით დააფინანსებს

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა. ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში, საქართველოს ხუთ რეგიონში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების ღირებულების 100%. კენკროვანი კულტურების ...

დაწვრილებით »

გიორგი კაკაურიძე: ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 39.3 ათასით გაიზარდა

2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4.0%-ის ოდენობით, თუმცა წლის განმავლობაში რეალურ ეკონომიკურ ზრდას უფრო მაღალი ტენდენცია ჰქონდა და ფაქტიური მაჩვენებლების მიხედვით გასულ წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 5.0 % შეადგინა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა. ინფორმაციას agora.ge ავრცელებს. კაკაურიძის ...

დაწვრილებით »

ყველაზე მეტი ბიზნესსუბიექტი თბილისში დარეგისტრირდა

2018 წლის პირველი მარტის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 686 552 ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა. საქსტატის ინფორმაციით, აქედან აქტიურია 177 452. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი – 299 885 ბიზნესსუბიექტი დედაქალაქშია რეგისტრირებული, ყველაზე ცოტა – 165 აფხაზეთში. რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების სამეულში თბილისის გარდა იმერეთი (94 348) და აჭარა (59 468) შედია

დაწვრილებით »

პრემიერ-მინისტრი კახეთში ახალ სასტუმროს გახსნის

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ახალ სასტუმროს „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნის, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ...

დაწვრილებით »

Socialblade-ი მონაცემების მიხედვით საქართველოში ყველაზე რეიტინგული Youtube-არხები ცნობილია

მსოფლიოში Youtube-ს ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს გართობის ან შემეცნების მიზნით. ანალიტიკური საიტის,Socialblade-ი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული ქართული არხების ათეულში გასართობი გვერდებია წარმოდგენილი. ვიდეოების ნახვით (226 მილიონზე მეტი ნახვა), პირველ ადგილზეა ბავშვთა გასართობი არხი Emili TV. მეორე ადგილზე ე.წ. “განგსტერული” კომპოზიციების გვერდია, მესამეზე კი, სპორტული არხია წარმოდგენილი. ათეულს ასრულებს არხი, რომელიც სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს აცნობს Youtube-ს მომხმარებლებს. ათეულში არ მოხვდა, თუმცა მაღალრეიტინგულია ისეთი არხები, როგორიცაა ...

დაწვრილებით »

ყოფილი პატიმრებისთვის მცირე ბიზნესგრანტების გაცემა დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდამ” ყოფილი პატიმრებისთვის მცირე ბიზნესგრანტების გაცემა დაიწყო. პროექტის ფარგლებში 110 ბიზნესგრანტი გაიცემა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს. პირველ ეტაპზე ბიზნეს-გეგმების კონკურსში გამარჯვებულ 43 ბენეფიციარს სხვადასხვა პროდუქცია, ტექნიკა და ბიზნესისათვის საჭირო მასალები გადაეცემა კახეთში, თბილისში, აჭარაში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. “ბიზნეს გრანტები ხელს უწყობს პროექტის ბენეფიციართა ჩართულობასა და გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტურიზმისა ...

დაწვრილებით »

საფრანგეთში ქართული ქვევრის ღვინის კულტურას გაეცნენ

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში – ქალაქ ანჟეში „Les Penitentes“-ში და ქალაქ სომურში ‘’La Dive Boutteille”-ში. „La Dive Boutteille” ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში, რომელსაც ცნობილი ფრანგი მეღვინეები მასპინძლობენ. გამოფენა იზიდავს ღვინის იმპორტიორებსა და პროფესიონალებს ...

დაწვრილებით »

გერმანიაში სათამაშოების გამოფენაში 3 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სამი ქართული კომპანია – შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღებს მონაწილეობას. სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60 ქვეყნიდან, 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს.  ვიზიტორების რაოდენობა კი ...

დაწვრილებით »