$76 მლნ დოლარით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმსხვილესი პანამელი ინვესტორია

$76 მლნ დოლარით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმსხვილესი პანამელი ინვესტორია
76 მლნ დოლარით ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია.

2018 წელს განხორციელებული FDI-ის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია bm.ge-მ ტურიზმის განვითარების ფონდიდან გამოითხოვა.

„76 მლნ აშშ დოლარი არის ჯამურად დახარჯული 2018 წელს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებზე.

ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.
პროექტები, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხოციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა“, – განუცხადეს bm.ge-ის ფონდში.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურდიული მისამართი “ქართუს” სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო – დამამუშავებელი მრეწველობა
• შპს მაგთიკომი – კავშირგაბმულობა
• BP ჯგუფი – ტრანსპორტი
• სს ენერგო-პრო ჯორჯია – ენერგეტიკა
• სს RMG Copper- სამთომოპოვებითი მრეწველობა
• შპს ჯორჯიან მანგანეზი- დამამუშავებელი მრეწველობა
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია – ენერგეტიკა
• ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი – მშენებლობა
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი – სასტუმროები
• სს ნენსკრა ჰიდრო – ენერგეტიკა

საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

ავტორი: თელარა გელანტია
bm.ge

Comments

კომენტარები