აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 10 Second

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დედაქალაქის ორ მაჟორიტარულ ოლქშიც ჩაატარა. პირველი საბურთალოს მაჟორიტარული ოლქია.

კანდიდატთა რეიტინგები საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

დავით სერგეენკო “ქართული ოცნება” – 57,6%.

ალექსანდრე ელისაშვილი “მოქალაქეები”  – 13,3%.

ბადრი ჯაფარიძე “ლელო” – 9,1%.

ირაკლი ოქრუაშვილი “გამარჯვებული საქართველო” – 6,8%.

თაკო ჩარკვიანი “კანონი და სამართალი” – 4,8%.

კახა ძაგანია “პატრიოტთა ალიანსი” -3,7%.

ლევან გოგიჩაიშვილი “ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი” – 3,3%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს – 1,4%.

პარტიული სიმპატიები ამავე, საბურთალოს ოლქში – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

“ქართული ოცნება” – 54,5%.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 13,9%.

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი” – 5,7%.

“გირჩი” – 5,3%.

“ევროპული საქართველო” – 5,0%.

“პატრიოტთა ალიანსიც” – 5,0%.

“ლელო” – 4 ,8%.

“ერთიანი საქართველო” – 1,7%.

“თავისუფალი დემოკრატები” – 0,7%.

სხვა – 3,4%.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს გამოკითხულთა – 78%.

ალბათ მივიღებ მონაწილეობას ამბობს – 8%.

50/50 -9%

არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს – 5%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები