მარტი 29, 2024
0 0
Read Time:36 Second

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

31-ე ბატალიონი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. ქვედანაყოფი, როტაციის წესით, ეტაპობრივად I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ჩაანაცვლა და სამოქმედო არეალი სრულად გადააბარა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები