3 დეპუტატის წასვლის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას ინარჩუნებს

Read Time:31 Second

მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატების რაოდენობა შემცირდა. მმართველი გუნდიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის შემდეგ სახელისუფლებო პარტია, საკანონმდებლო ორგანოში უკვე 81 დეპუტატით არის წარმოდგენილი, თუმცა კვლავ ინარჩუნებს საპარალამენტო უმრავლესობას.

ამასთან, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის გამო, სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.

პარლამენტში სოზარ სუბარს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, დიმიტრი ხუნდაძე – ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს.

დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის
Next post დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდება