25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამინცვალს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

Read Time:39 Second

ბარნოვზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დაკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისსთვის

აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება
Next post ახალქალაქელმა გოგომ 37 000 აშშ დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა