მარტი 29, 2024
0 0
Read Time:39 Second

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

თბილისის მერიის ცნობით, დღეს 12:00 საათიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

20-ზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით წარმოადგენს. მთელი დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრები, ახალი გამოცემების წარდგინებები, ასევე, წიგნებთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები გაიმართება.

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით  შეუერთდა. უკვე 16 წელია წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება. 2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები