უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და მათ ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ

უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და მათ ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ. როგორც უკრაინული მედია წერს, საუბარია ოთხ კონტრაბანდისტზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაბამისი ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების...

გიორგი კახიანი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კანონმდებლობის მეტად სრულყოფისკენაა მიმართული, ოპოზიცია თუ ფიქრობს, რომ რაიმე არაკონსტიტუციურია, მიმართონ სასამართლოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ყველა ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ კანონმდებლობა მეტად სრულყოფილი იყოს და ამ კუთხით წინ გადაიდგას ნაბიჯები....

გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე – ,, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ”

გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერმა  საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერის თქმით, გერმანიისთვის ძალზედ საინტერესოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  საქმიანობის  მიმართულებები. „ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დოქტორ რატი ბრეგაძეს, შორის. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი პოლიტიკა, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე გავეცანით იუსტიციის სამინისტროს წარმატებული მუშაობის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის ხელშესახები მაგალითია  ციფრული სერვისები. ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ და ვფიქრობ, ამას მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ“. - განაცხადა ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერმა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში 351.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მეორე კვარტალის...

გერმანიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი მარკო ბუშმანი

,,მე და ჩემმა ქართველმა კოლეგამ, ბატონმა რატი ბრეგაძემ ხელი მოვაწერეთ სამართლებრივი თანამშრომლობის სამუშაო პროგრამას. სამუშაო პროგრამაში, რომელიც მოიცავს 2022-დან 2025 წლამდე პერიოდს, ყურადღება გამახვილებულია სასჯელაღსრულების კანონზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, რადგან ეს აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი პროცესისთვის. გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) მეშვეობით მოვაწყობთ კონფერენციებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, ექსპერტებთან საუბრებს და სასწავლო ვიზიტებს ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით. სიხარულით ველით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას.“ https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02vWem1ze2Dpde5tf7Jpci5evkvUCY4bZV3R4n3xUq5vDaXREzS9sTQmFTPL2hEmwWl&id=1375993365821383

ლევან ბეჟაშვილი – „ვარდების რევოლუციამ“ სათავე დაუდო თანამედროვე, წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს, ამის ამერიკის აგენტობად მოხსენიება არის რუსული ნარატივი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, ვინ არის მთავარი საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და დამოუკიდებლობისთვის....