გიორგი ამილახვარი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ თეორიულად სანქცირებულთა სია თბილისიდან არის მიწოდებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი სანქციებთან დაკავშირებით დავით არახამიას ბოლო განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, თეორიულად სანქცირებულთა სიის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, შესაბამისად, მას ვერანაირი პოლიტიკური...

საქართველო გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატასთან სანოტარო სამართლის განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებში ითანამშრომლებს

რატი ბრეგაძემ გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტ იენს ბორმანთან შეხვედრისას ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს სანოტარო სამართლის წარმოებაში აქვს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს სანოტარო...

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რითაც არ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი, რითაც საქართველო არ დაეხმარა უკრაინას, არის ის, რომ არ გახსნა მეორე ფრონტი. „ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი უკრაინის მხარდაჭერის...

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ერთობლივ განცხადებას პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ. განცხადება ეხება 2022 წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში გამართულ, საქართველოსა...

გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი

პროგრამა სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებითა და პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში განსახორციელებელ აქტივობებს ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა მარკო ბუშმანმა მოაწერეს. თანამშრომლობის სამუშაო პროგრამის თანახმად, მოხდება დარგობრივი გამოცდილების გაზიარება, ბავშვთა უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის საკითხებზე. ასევე, საქართველო გაიზიარებს გერმანულ გამოცდილებას მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, განათლებისა და დასაქმების პროგრამების თაობაზე. რატი ბრეგაძემ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიას შორის არსებული სამართლებრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ამავდროულად ხელი შეეწყობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ საქართველოს და გერმანიას აკავშირებს ხანგრძლივი მეგობრობა. გერმანია იზიარებს დემოკრატიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობის ღირებულებას. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ თანამშრომლობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ხელი მოეწერა ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამას. ,, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მზად არის,  დაეხმაროს საქართველოს, რათა ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირში. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ამბიციებითა და სურვილებით, რაც  საქართველოს ევროკავშირის წევრობას უკავშირდება.“,-განაცხადა მარკო ბუშმანმა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ.  

ასოცირების საბჭო: ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას,...