მამუკა მდინარაძე: ქალბატონ ელჩს თავის დროზე რომ ეთქვა, შევხვდი ბიძინა ივანიშვილსო, ხომ აღარ დაისმებოდა მერე 100-ჯერ ეს შეკითხვა? – სადაც არის ორაზროვანი პასუხები, იქ ჩნდება დამატებითი კითხვები

ქალბატონ ელჩს თავის დროზე რომ ეთქვა, შევხვდი ბიძინა ივანიშვილსო, ხომ აღარ დაისმებოდა მერე 100-ჯერ ეს შეკითხვა? იქნებოდა მკაფიო პასუხი, რომ შეხვდა. დღევანდელი განცხადებების ნაწილი აღარ...

კიბერ-კლასში მიღება იწყება

იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კომპანია გრინნეტთან თანამშრომლობით აცხადებს კიბერ-კლასში მიღებას. კიბერ-კლასში სწავლა დაიწყება 15 აგვისტოს და გაგრძელდება 2 თვის მანძილზე. კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია გრინნეტის ტრენერების მიერ ჩაუტარდებათ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მიეწოდებათ კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და გადაეცემათ სასწავლო რესურსები და დავალებები. კურსზე ჩარიცხვის წინაპირობებია: ·         ზოგადი გამოცდილება, ცოდნა და უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე. სასურველია, კანდიდატებს ჰქონდეთ შემდეგი ცოდნა და უნარები: ·         Windows/Linux ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა; ·         კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა; ·         პროგრამირების საფუძვლების ცოდნა; ·         ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა; კიბერ-კლასის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ ძირითად საკითხებს: ·         შესავალი კიბერუსაფრთხოებაში; ·         ქსელის, პროგრამირები, ლინუქსის და სკრიპტინგის საფუძვლები; ·         კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სტანდარტები; Endpoint, IDS/IPS, WAF, SIEM გადაწყვეტილებებთან მუშაობა, ანალიზი და მონიტორინგის საფუძვლები; ·         პენტესტის საფუძვლები ინციდენტზე რეაგირება და ანალიზი; ·         მავნე კოდის ანალიზი; ·         სისუსტეების, საფრთხეების კვლევა, ანალიზი და რეაგირება; ·         კიბერშეტევები და სოციალური ინჟინერია. კიბერ-კლასში მონაწილეობის საფასურია 500 ლარი. კიბერ-კლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა. კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში გადაეცემათ სერტიფიკატი. გამოცდის შედეგების მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს ექნებათ სტაჟირების შესაძლებლობა ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში და აგრეთვე კომპანია გრინნეტში. საუკეთესო 4 სტუდენტს გადაეცემა CompTIA Security+ გამოცდის ვაუჩერი. კურსში მონაწილეობის მსურველებმა 10 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - cert@dga.gov.ge

ნუგზარ წიკლაური – „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და გასაგებია, რომ პარტიაში შესაძლოა, არსებობდეს სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია

ნიკა მელიას წერილი მიმართულია იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გულწრფელად ღელავენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იმ ტოტალიტარული წნეხის გამო, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება აწარმოებს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, –...

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ – ბევრი რამ ცხადი გახდა

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ. ბევრი რამ გახდა ცხადი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა,...

ირაკილი კობახიძის დედა: გია კობახიძეს მდგომარეობიდან რომ გამოიყვან, ეს უნდა შეგეძლოს!„ფორმულას“ ჟურნალისტები სახლში გვივარდებიან და არ გვაძლევენ მოსვენების საშუალებას – საკმარისია!

გია კობახიძის მეუღლე, თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ჟურნალისტები სახლში უვარდებიან. „გია კობახიძეს მდგომარეობიდან რომ გამოიყვან, ეს უნდა შეგეძლოს!...

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ელჩი გაემიჯნოს მაპოლარიზებელ ნაბიჯს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ელჩი დგას პოლარიზაციის თუ დეპოლარიზაციის მხარეს

საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ელჩი გაემიჯნოს მაპოლარიზებელ ნაბიჯს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ელჩი დგას პოლარიზაციის თუ დეპოლარიზაციის მხარეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი...