ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ჩემს ხორვატ კოლეგასთან; ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ხორვატ კოლეგასთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრას ეხმაურება. „სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ჩემს ხორვატ კოლეგასთან. ანდრეი პლენკოვიჩთან ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე...

დიმიტრი პესკოვი – კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას. „მე უკვე ვისაუბრე ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი ნაბიჯები ამ...

„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა

„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში...

რატი ბრეგაძე – გარკვეული პირები ცდილობენ, რეალობისგან განსხვავებული სურათი შექმნან, სრული სიცრუეა, თითქოს სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ უტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, მავნე ტენდენციაა, როცა ცალკეული...

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა პროფესიული უნარ-ჩვევები და დარგობრივი ცოდნა გაიღრმავეს

პროექტში ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში" ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 120-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული სასამართლო პროცესის  გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა. გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი და საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი  დაესწრნენ. ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სალექციო კურსები მოისმინეს, დეტალურად გაეცნენ ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ 14 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, ინოვაციური სერვისების დანერგვას, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს – მგონი, ამასობაში შეუყვარდათ რუსეთი და პუტინი

ე.წ. მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების”...