მალხაზ თორია: ცეცხლის ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღის განმავლობაში 40ზე მეტ ლოკაციაზე ხანძარი დაფიქსირდა. ძირითადად ცეხლი  ბალახს და ეკალბარდს უკიდია. ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სამუშაოები, პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია პირადად გაეცნო და მეხანძრე მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ,,ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს. სამწუხაროდ სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლიც. ამ დროისთვის გვაქვს 19 აქტიური კერა, ლოკალიზებულია 8 ლოკაცია და ლიკვიდირებულია 11 ლოკაციაზე ცეცხლი. ყველა შემთხვევაზე მომხდარია მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს. ყველა ლოკაციაზე ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს, როგორც სალოკალიზაციო, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოები. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან მოხდა დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება. ძლიერი ქარი ხელს უშლის სალიკვიდაციო სამუშაოებს თუმცა ჩვენი მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ და შედეგიც სახეზე გვაქვს“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.   სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მრავალწლიან ნარგავებსაც, ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც გარკვეულ უბნებში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადების მუშაობის შედეგად ელექტრო მომარაგება ადმინისტრაციულ ერთეულებს აღუდგა. ამჟამად რეგიონის ხუთი სოფელის ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს: თქვენ დღეს ამ ტრიბუნასთან ბიზნესომბუდსმენი ხართ, თუ დეპუტატი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კამათის მიზეზი გახდა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი მიხეილ დაუშვილია. პროექტის მიხედვით, ხდება ჩანაწერის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს...

იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს

იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯუზეპე კონტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ჯუზეპე კონტე აღნიშნავს, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და...

ბონდიანას ვარსკვლავი ტანია რობერტსი 65 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი ტანია რობერტსი 65 წლისა გარდაიცვალა. მსახიობმა 24 დეკემბერს ქუჩაში ძაღლების გასეირნებისას გონება დაკარგა, დაეცა და მძიმე ტრავმა მიიღო. ტანია რობერტსი ვიქტორია ლი ბლიუმის ფსევდონიმია....

გიორგი გახარია-  განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში

სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და...

Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

„2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, - ამ სათაურით პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian-ი სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას ასახელებს, სადაც 2021 წელს Guardian-ის მკითხველი მოგზაურობას...