Daily Archives: ოქტომბერი 6, 2020

გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი არ გახდება

სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი არ გახდება. ამაზე საზოგადოებრივი კონსესუსი არ არსებობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. „ეს არის ის ორპოლუსიანი თამაში, რომელსაც 2013 წლიდან გვთავაზობს ივანიშვილი და ამ თამაშს იღებს სააკაშვილი. ეს აძლევს მას ტივტივის შესაძლებლობას, რომ იყოს მთავარი ოპოზიციონერი“, – განაცხადა გიგი უგულავამ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

დაწვრილებით »

ბექა დავითულიანი ცენტრალურ პარკზე : როცა ასე გვიჭირს სარეკრეაციო სივრცეები ცენტრში, უკეთესი საჩუქარი წარმოუდგენელიც კი იყო

წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა 710 ათას დოლარად ჩაიგდეს ხელში ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ასევე ხელისუფლების დახმარებით 52 მილიონ დოლარად მიჰყიდეს ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ კი, როდესაც ის პოლიტიკაში წავიდა, შეუცვალეს ტერიტორიას სტატუსი, რათა იქ უნივერსიტეტი აღარ აშენებულიყო, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. „ეს არის სასიხარულო ამბავი მთელი ...

დაწვრილებით »

გიორგი გამსახურდია: მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს

სრულიად მიუკერძოებლად ვამბობ, მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ twitter-ში წერს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მისი პატრიოტული ხასიათიდან გამომდინარე კვლავ ბევრ სიკეთეს გააკეთებს. „სრულიად მიუკერძოებლად ვამბობ, მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა აკეთებს. დარწმუნებული ვარ, კვლავ ბევრ სიკეთეს გააკეთებს ...

დაწვრილებით »

ბექა დავითულიანის თქმით, „ქართუსგან“ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემის მოთხოვნა იგივეა, რაც ადამიანს უთხრან „სახლს რატომ არ მჩუქნი, რომელშიც ცხოვრობ“

მე მგონი ცოტა უნამუსობაა, მინიმუმ, – ასე უპასუხა ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ნაწილის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში მყოფი ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია არ გადასცა. ამის შესახებ ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წევრის თმით, მიმდებარე ტერიტორია ფონდმა კერძო პირებისგან შეიძინა. „იპოდრომის ტერიტორია რაც იყო, ქალაქს დაუბრუნდა. მიმდებარე ნაკვეთები ...

დაწვრილებით »

ლევან რატიანი: აჭარაში ყველა ექიმი გადამზადებულია და იციან კოვიდინფიცირებული პაციენტის დამძიმებისას როგორ მოიქცნენ

თითქმის ყველა კლინიკაში ვიყავი ბათუმსა და ქობულეთში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა კლინიკა აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც შეესაბამება დღევანდელი კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, აჭარაში ყველა ექიმი გადამზადებულია და იციან ის ნიშა, რომელიც უნდა დაიკავონ, ასევე იციან კოვიდინფიცირებული პაციენტის დამძიმების შემთხვევაში როგორ მოიქცნენ. რატიანის განცხადებით, შესაძლოა დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ აჭარაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა ...

დაწვრილებით »

მამუკა მდინარაძე: თბილისში იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ

მორიგი უნიკალური საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან – ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც გამოიხსნეს, უკვე გაყიდული გამოისყიდეს წინა ხელისუფლების დროს და დღეს თბილისს და თბილისელებს აჩუქეს – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „აქ იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ! ჯანსაღი ცხოვრების წესი,.. ჯანსაღი გარემო,.. ...

დაწვრილებით »

მაია ცქიტიშვილი: მიხეილ სააკაშვილი წარსულია და მას ჩადენილი დანაშაულების გამო სასჯელი ელოდება

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე წარსულია და ჩადენილი დანაშაულების გამო სასჯელი ელოდება. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემთვის სააკაშვილი არის წარსული. ამასთან ერთად არის ბრალდებული პირი, რომელსაც ელოდება სასჯელი ჩვენი სასამართლოს მიერ მისჯილი, შესაბამისი დანაშაულების გამო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დაწვრილებით »

რესან კონცელიძე ბათუმელ მოქანდაკეს, დავით ბოლქვაძეს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, დამსახურებულ ბათუმელ ხელოვანსა და მოქანდაკეს დავით ბოლქვაძეს შეხვდა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, ინდივიდუალურ და თემატურ შეხვედრებს მართავს. „წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, ინდივიდუალურ და თემატურ შეხვედრებს ვმართავ. შეხვედრიდან შეხვედრამდე კი დროს საინტერესო ადამიანებთან სტუმრობას ვუთმობ. მამა-შვილის, დავითისა და ბექას სახელოსნო, სწორედ ის სივრცეა, სადაც ვისიამოვნე არაჩვეულებრივი ნამუშევრებით. ...

დაწვრილებით »

ნათია თურნავა: თბილისმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან და ფონდი „ქართუსგან“

თბილისმა და თბილისელების არაერთმა თაობამ, ვინც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას ყოველთვის თვლიდა რეკრეაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, შესანიშნავი საჩუქარი მიიღო, – ამის შესხებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდ „ქართუს“ მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემასა და იქ ცენტრალური პარკის მოწყობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ახლა ეს ნამდვილად იქნება თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული და უნიკალურად მოწყობილი ...

დაწვრილებით »

მოსამართლეების საკითხზე მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან დასკვნითი რეკომენდაციების დამტკიცებას ოქტომბერში ელოდება

მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ვენეციის კომისიასთან წინასწარი კომუნიკაცია გვქონდა და მათგან დასკვნითი რეკომენდაციების დამტკიცებას ოქტომბერში ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიას ჩვენ გადავუგზავნეთ ეს პროექტი, სწორედ ჩემი ინიციატივით იყო გადაგზავნილი. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 ...

დაწვრილებით »