Daily Archives: ოქტომბერი 4, 2020

ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ. „ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ადამიანს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ადამიანს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ. მაცხოვარი ამბობს „სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე დღეს ონის მუნიციპალიტეტში, უწერის თემის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ონის მუნიციპალიტეტში, უწერის თემის მოსახლეობას შეხვდა. “ზემო რაჭის სოფლების გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ტურიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის სათანადო განვითარებასთან, ამიტომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით ეს პროცესი შეუქცევადად უნდა ვაქციოთ.”-განაცხადა გოჩა ენუქიძემ

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილმა თანაქალაქელ ებრაელებს როშ ჰაშანას და სუქოთის დღესასწაულები მიულოცა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და დიდი ებრაული დღესასწაულები – როშ ჰაშანა და სუქოთი მიულოცეს. “მინდა ჩემს ებრაელ ძმებსა და დებს მოგილოცოთ როშ ჰაშანას ახალი 5781 წელი და  სუქოთის დღესასწაული, რომელიც  ებრაელთა ერად ჩამოყალიბების დღესასწაულია. ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის. იმ დროიდან მოყოლებული, ...

დაწვრილებით »

რატომ ვერ ან არ მოიძია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ რუკა დავით გარეჯის კუთვნილების საკითხის გასარკვევად

100 წელზე მეტია, საქართველო-აზერბაიჯანის დასაზუსტებელ მონაკვეთზე, საზღვრის გამიჯვნის საკითხი ისე ვერ მოგვარდა, რომ ორივე მხარე ამით კმაყოფილი დარჩენილიყო. „იმედის კვირამ“ კიდევ ერთხელ ჩაატარა ერთგვარი მოკვლევა, თუ როგორ გაჩნდა ამ კონკრეტულ პერიმეტრზე საზღვართან დაკავშირებული პრობლემა, რა პერსპექტივები არსებობს და არსებობდა გონივრული და ორივე სახელმწიფოსთვის მისაღები შეთანხმების მისაღწევად. ისტორიული მასალების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის საზღვარი, მრავალწლიანი ცვლილებებისა და მოთხოვნების შემდეგ, მეოცე საუკუნის ...

დაწვრილებით »

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს საზღვრის სადემარკაციო ძველი კომისიის მუშაობას მოღალატეობრივს უწოდებს

ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ინსტანცია არ არის კომისიის გადაწყვეტილებები. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. რომ ყოფილიყო იგივე ნება ზედა ინსტანციებშიც, საბოლოოდ შეიძლება დაკარგულიყო, თუმცა, დღეს სრულიად შესაძლებელია ამ კომისიის მიღებული გადაწყვეტილებების და ოქმების რევიზია, გადახედვა და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დავით-გარეჯის შესახებ საუბრისას განაცხადა. ...

დაწვრილებით »

კახა კუჭავა: გარკვეული ძალები ცდილობენ, საქართველო კონფლიქტის მხარედ წარმოაჩინონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ დეზინფორმაცია უწოდა ცნობას იმის შესახებ, თითქოს, საქართველოს გავლით, სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაადგილდება. მისი თქმით, ყველა ასეთ დეზინფორმაციას შესაბამისი პასუხი გაეცემა. „ჩვენ, ამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტას მივემხრობით და მაქსიმალურად ვეცდებით ამ კუთხით ჩავერთოთ და შევთავაზოთ საქართველო თუნდაც მოლაპარაკებების მაგიდის სახით. ამ პრინციპის ერთგულნი ბოლომდე დავრჩებით, მიუხედავად მცდელობისა გარე ფაქტორებისგან, ასევე ქვეყნის შიგნითაც გარკვეული ძალები სამწუხაროდ ...

დაწვრილებით »

“ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ჩოხატაურის სოფლების ინტაბუეთის, ჯვარცხმის და ვაზიანის მაცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობამ დეპუტატობის კადიდატს მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები გააცნო, ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.  ვასილ ჩიგოგიძეს თქმით, ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება. „ სამივე სოფელი გაზიფიცირდა. ჯვარცხმისა და ვაზიანის მუნიციპალიტეტის ცენტრთან დამაკავშირებელი გზა სრულად ასფალტირებულია, მიმდინარეობს სოფელ ინტაბუეთამდე გზის მოასფალტების პროექტირება. სამივე სოფელში, ბოლო წლებში, გარეგანათების ქსელი 3-ჯერ ...

დაწვრილებით »

საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მაღალი დონის სამთო სწავლება დასრულდა, რომლის დახურვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსი“ ქართული და ფრანგული მხარეებისთვის უპრეცედენტო სწავლება იყო – მაღალი დონის სამთო სწავლება პირველად ჩატარდა ქართული მხარის ხელმძღვანელობით და ასევე, პირველად საფრანგეთის სამთო ...

დაწვრილებით »

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობის“ პროპორციულ სიაზე: გააკეთეს კრიმინალების და ფულიანი ხალხის ერთგვარი სინთეზი

გააკეთეს კრიმინალების და ფულიანი ხალხის ერთგვარი სინთეზი, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიას. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „იმედის კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, ასეთი არჩევანი პარტიის სამომავლო გეგმებზე მეტყველებს. „მსჯავრდებულიები, ბრალდებულები, ფულიანი ადამიანები და ცოტა ნორმალური, მეტყველების უნარით ვინც კი ჰყავდათ და ცოტა ერუდიციით, ისინი გადასწიეს შემდეგ პლანზე. იმიტომ რომ მათ არ უნდათ საარჩევნო შედეგებზე იფიქრონ. მათ ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემის მოსახლეობას შეხვდა. “ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარება ჩემი მთავარი ამოცანაა, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.”-განაცხადა გოჩა ენუქიძემ

დაწვრილებით »