Daily Archives: სექტემბერი 4, 2020

ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრა ურთისა და აბასთუმნის მოსახლეობასთან

  ,, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დასრულებულია ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მათ შორის, სოფელ აბასთუმნის გზა, სადაც გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს “- განაცხადა ,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა აბასთუმანში გამართულ შეხვედრაზე. აბასთუმანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას და იგეგმება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა. აბასთუმნის შემდეგ შეხვედრა ურთაშიც   გაიმართა: აქ წლების განმავლობაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებ ოთხ ...

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ყველა ერთად, კოორდინირებული მუშაობით და ერთობლივი ძალისხმევით, პანდემიის მეორე ტალღასაც წარმატებით დავძლევთ

იოსებ ხახალეიშვილი: “ჩვენ ყველა ერთად, კოორდინირებული მუშაობით და ერთობლივი ძალისხმევით, პანდემიის მეორე ტალღასაც წარმატებით დავძლევთ“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო შტაბის უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებს შეხვდა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა პანდემიის პირობებში მედპერსონალის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა თითოეულს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რაც მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში მიუძღვით. ...

დაწვრილებით »

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ორი მოქალაქე, აქედან ერთი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე ჯანდაცვის სფეროს, სოცილური მომსახურებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეხვდა

გოჩა ენუქიძე ჯანდაცვის სფეროს, სოცილური მომსახურებისა და  სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეხვდა. თქვენ ხართ ჩვენი, ჩვენი მოქალაქეების და მთელი მუნიციპალიტეტის დიდი იმედი. ყველაფერს გავაკეთებთ დაგიფასდეთ თქვენი შრომა და ამაგი. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის – განაცხადა ენუქიძემ.

დაწვრილებით »

საქართველოს პროკურატურა – თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, რომელთა ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე  ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგებს და მასთან შემხებლობაში მყოფ მტკიცებულებებს ასაჯაროებს. როგორც პროკურორმა დავით გუმბერიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, რომელთა ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, ...

დაწვრილებით »

„ავერსის” რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ავერსის” რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულებიდან შვიდი რუსთავის მკვიდრია. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ხელმძღვანელმა დავით ბეგადვილმა დაუდასტურა. მისივე თქმით, შვიდი რუსთაველი კოვიდინფიცურებულის 60 კონტაქტია მოძიებული. აქედან 15 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფება. ავერსის კლინიკაში მედპერსონალი მთლიანად ჩანაცვლებულია. ადგილზე მხოლოდ ის ლაბორანტები რჩებიან, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი სისტემატურად უტარდებათ.

დაწვრილებით »

ეკატერინე ტიკარაძე ჩაქვის კონფერენციის მონაწილეებს: ჩვენ, ექიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს წესების დაცვაში

ჯანდაცვის მინისტრი ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს და ურჩევს, რომ მსგავსი შეხვედრები ონლაინ პლატფორმაზე გადაიტანონ. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო გამოცდილება. „მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება. ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სატყეო სამსახურისა და გარემოს დაცვის თანამშრომლებს შეხვდა

გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე მაღალმთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელ  პრობლემებზე ისაუბრა, რაც ამ კონკრეტული სფეროების აქტუალურობას ზრდის. ამასთან, გოჩა ენუქიძემ ხაზი გაუსვა ეკოლოგიის, როგორც შედარებით ახალი თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს როლს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას

დაწვრილებით »

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან სამს ბრალი უკვე დაუზუსტდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირთაგან ბრალი ამ დროისთვის დაუზუსტდათ ირაკლი წაქაძეს, საბა გოგშელიძეს და არჩილ გაგნიძეს. ადვოკატების, თქმით ბრალს დაემატა კიდევ ერთი მუხლი, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიება არჩილ გაგნიძეს დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. ამასთან, გამოძიება დაკავებულებს პირველ ეპიზოდში აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდს ედავება, საუბარია ნ.ხ ს და ვახო ჩიქოვანის ცემის ფაქტზე. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ...

დაწვრილებით »

აჭარაში, კორონავირუსზე 1800 ტესტის პასუხს ელოდებიან

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში აჭარაში ტესტირებისთვის განკუთვნილ 4 კარავსა და 5 პოლიკლინიკაში, 2 ატასზე მეტი ნიმუშის აღება მოხდა, უკვე დასრულებული კვლევებიდან, კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა, მათ ტესტირებისთვის პოლიკლინიკას მიმართეს. „ტესტირებისთვის განკუთვნილ კარვებში და პოლიკლიინიკებში, მიმდინარეობს ბოლო დღეებია გაფართოებული ტესტირება. 4 კარავსა და 5 პოლიკლინიკაში, აღებულ იქნა 2000-ზე მეტი ნიმუში, უმეტესი მათგანის კვლევა დასრულებულია, დარჩენილია 300-მდე ...

დაწვრილებით »