Daily Archives: სექტემბერი 2, 2020

თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას რიტა ზურაბაშვილს 23 წლის პროგრამისტის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა. გარდაცვლილის ბებია POSTV- სთან მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მის შვილიშვილს ოჯახთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი თავის უფროსზე ცალმხრივად იყო შეყვარებული. „ოჯახში მანამდე უკამათიათ რაღაცეებზე. ეს ბავშვი სასტიკად ვერ იტანდა კამათს. დედა რომ ვეღარ აჩერებდა, ისევ გამოუძახია პატრული. სიმთვრალეში ის კაცი [მამა, ჯუმბერ ...

დაწვრილებით »

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ

„ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სარალიძის მსგავსად, ამათაც გამოიყენებენ“, – აცხადებს POST-სთვის მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი. „სარალიძე თვითონ მიხვდა მერე, ამათაც ასე აწოწიალებენ.  კუჭიდან რომ სითხეს იღებდნენ, მაშინვე უთხრეს, რომ სრულფასოვანი პასუხის მისაღებად 30 დღე სჭირდება დამუშავებას, ეს [ბაჩალიაშვილის დედა] მესამე დღესვე წავიდა საელჩოშო, მუხლისჩოქზე დადგა სურათით – მიშველეო. საელჩო რას უშველიდა?! საელჩომ უთხრა, ...

დაწვრილებით »

ეკატერინე ტიკარაძე – პანდემიის მიუხედავად, არ ვანელებთ ტემპს და დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვახერხებთ

გვეძლევა საშუალება, მოგილოცოთ ახალმოსახლეობა და გავახაროთ 140 დევნილი ოჯახი, გადავცეთ ახალი საცხოვრებელი სახლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წყალტუბოში განაცხადა, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში დევნილებს ბინები გადაეცათ. ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მიუხედავად პანდემიისა, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ტემპი არ ნელდება. „ძალიან მიხარია, გვაქვს საოცრად პოზიტიური და დადებითი დღე იმერეთში. შეგვიძლია, კიდევ ერთხელ ვიამაყოთ დევნილების სააგენტოსა და სხვა კოლეგა ...

დაწვრილებით »

თორნიკე რიჟვაძე: რომ არ ჩაიკეტოს აჭარა და ბათუმი, მოგიწოდებთ უმკაცრესად დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია

აჭარაში შექმნილ ეპიდემიოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მიმართა მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ უმკაცრესად იქნას დაცული ყველა არსებული რეკომენდაცია. „ამ ეტაპზე აჭარა და ბათუმი არ იკეტება თუმცა მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს და მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან რეგულაციები და რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს აჭარის და ბათუმის ჩაკეტვა. უმკაცრესად გაკონტროლდება ყველა ობიექტი როგორც ტრანსპორტი, ისე კვების და სხვადასხვა საზოგადოებრივი ...

დაწვრილებით »

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ პლენარულ სხდომაში მოანწილეობას არ იღებდნენ. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

დაწვრილებით »

თბილისის ანძის რეაბილიტაციის შედეგად 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედები და კვების ობიექტი განთავსდება. ფოტო

თბილისის ტელეანძის რეაბილიტაციის კონცეფციის შექმნის ტენდერში ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიამ უკვე წარმოადგინა გეგმარება, რომელიც დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედებისა და კვების ობიექტის განთავსებას ითვალისწინებს. „როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი თბილისის ტელეანძის რეაბილიტაციაზე. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი კონცეფციის შექმნაზე, ...

დაწვრილებით »

პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო კამპანია იწყება. ამიტომ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ...

დაწვრილებით »

გიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, სასკოლო პროცესის გადადებაზე არანაირი საუბარი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. „საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის ...

დაწვრილებით »

ლაშა ნაცვლიშვილი: მიშას საკუთარი სცენარი აქვს და არავის დაგიდევთ, არც ეგზიტპოლი შეაკავებს, არც ცესკო და არც ეუთო და ოდირი

არსებობს ერთი კაცი, რომელსაც თავისი ბუღალტერია აქვს და დანარჩენი ოპოზიციის რთული ინტეგრალები თუ ამომრჩევლის განწყობებიდან ამოყვანილი კვადრატული ფესვი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. ეს კაცი – მიხეილ სააკაშვილია. იგი ივანიშვილის მომხრე უმრავლესობაში არ თევზაობს, მისი არეალი – საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი უმცირესობაა,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი, ქართული ოცნების კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ,,პრაიმტაიმთან“ საუბრობს. მისი თქმით, მიშას გიჟივით უნდა ძალაუფლება და თან ...

დაწვრილებით »

გიორგი გახარია – სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში. „მოგეხსენებათ, ...

დაწვრილებით »