Daily Archives: ივნისი 11, 2020

გია ბენაშვილი: შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა

მთავრობის დადგენილებით, ათ კაცზე მეტი პირის შეკრება ღია სივრცეში აკრძალულია კულტურული სპორტული და ტრადიციული ღონისძიებებისთვის. ამ აკრძალვაში ექცევა ქორწილები და ქელეხები. მაშინ, როდესაც რესტორნებსა და კაფეებში ყველა სახის მომსახურება უკვე აღვადგინეთ მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვით, რატომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამას და მოსახლეობას მივცეთ საშუალება შესაბამისი წესების დაცვით, ჩაატარონ ქორწილები და ქელეხები“, – ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ...

დაწვრილებით »

კელი დეგნანი – საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის

  „მე კონგრესმენების წერილს არ გავცნობივარ, ვინაიდან დღეს დილიდან გორში ვიყავი, თუმცა გეტყვით, რომ რამე სახის წერილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან, ზრუნავენ და საქართველო მათთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია. წლების მანძილზე ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მინდა მაგალითად მოვიყვანო კორონავირუსთან დაკავშირებული თანამშრომლობა, როდესაც მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშავა ...

დაწვრილებით »

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და შიდა ქართლის გუბერნატორი იმყოფებოდნენ.

დაწვრილებით »

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას, COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისთვის და 4 ივნისს გლობალური ვაქცინის სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი იყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალურად გაერთიანდა. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო გლობალური ვაქცინის სამიტზე, 4 ივნისს, ...

დაწვრილებით »

ამირან გამყრელიძე – გთხოვთ, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევად მიიჩნიოთ თქვენ ირგვლივ ყველა, ვისაც ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ასევე რესპირაციული სიმპტომები

ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და არავინ იცის, სად, როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირება. „რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი იქ, სადაც  შეიძლება, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევა იყოს. გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ თქვენ ირგვლივ ყველა მყოფი ადამიანი, თქვენი ოჯახის ყველა წევრი, თქვენი ნაცნობი, ვისაც ...

დაწვრილებით »

ფაქტია, რომ ქართული ოცნების მმართველობის დროს ისტორიაში პირველად, საქართველომ აშშ-ს კონგრესის ორპარტიული და ორივე პალატის მხარდამჭერა მიიღო

📌ფაქტია, რომ ქართული ოცნების მმართველობის დროს ქვეყანაში აშენდა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი; 📌ფაქტია, რომ ქართული ოცნების მმართველობის დროს, საქართველომ მიიღო ტანკსაწინააღმდეგო სისტემა “ჯაველინი” და სხვა სამხედრო შეიარაღება რომელიც მხოლოდ ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებს აქვთ (ჯაველინების გადმოცემა პოლიტიკური მხარდაჭერის და ნდობის დემონსტრირებაც იყო); 📌ფაქტია, რომ ქართული ოცნების მმართველობის დროს, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას; 📌ფაქტია, რომ ქართული ოცნების მმართველობის დროს, ...

დაწვრილებით »