აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:53 Second

2020 წლიდან სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, თუ პრაქტიკოსი მასწავლებლები მოახერხებენ და აიმაღლებენ სტატუსს, 2019 წლის ბოლომდე კვლავ არიან უფლებამოსილები, დააგროვონ კრედიტები და ამ გამოცდის შედეგები ამაში გამოიყენონ.

“თუ 2019 წლის ბოლომდე მოახერხებენ კრედიტების დაგროვებას, ისინი გადადიან მაღალ სტატუსზე, ხდებიან უფროსი მასწავლებლები და ამის შემდეგ ემატებათ ხელფასი 150 ლარის ოდენობით. პრაქტიკოს მასწავლებლებს 19 კრედიტი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადავიდნენ შემდგომ საფეხურზე. გამოცდა არის ერთ-ერთი საშუალება კრედიტების დასაგროვებლად, თუმცა, სხვა საშუალებებითაც შეუძლიათ კრედიტების დაგროვება, მაგალითად, ტრენინგების გავლით”,- განაცხადა გორგოძემ და დასძინა: მინიმალური კომპეტენცია თუ ვერ დაადასტურა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, მას აქვს მეორე შანსი შემოდგომაზე, ნოემბერში.

“თუ მეორე შანსიც ვერ გამოიყენა, არის საპენსიო ასაკის, მას შეუძლია მოითხოვოს ჯილდო 2 წლის ხელფასის ოდენობით და გავიდეს პროფესიიდან. თუ ის არ არის საპენსიო ასაკის, მაგრამ სკოლას არ ჰყავს სხვა მასწავლებელი, სჭირდება მისი კომპეტენცია, შეუძლია დარჩეს სკოლაში, სხვა პირობებით. ესეც იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ ჰყავს შესაბამისი კომპეტენციის სხვა მასწავლებელი, რომლითაც ამ მასწავლებელს ჩაანაცვლებს. სკოლაში ეს მასწავლებელი მის ჩანაცვლებამდე დარჩება. აქ უკვე საუბარი არ არის ხელფასის მომატებაზე”,- განაცხადა გორგოძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები