2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები განხორციელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 2020 წელს უცხოური ენების ტესტებში იქნება ორი სახის სიახლე.

მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია) ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.

აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.

მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.

ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ:“ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშები”

 

Comments

კომენტარები