Daily Archives: მაისი 8, 2019

ბახტაძის გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 600 ლარს, ომში დაღუპლთა ოჯახის წევრები კი 300 ლარს მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი ერთჯერადად 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრი – 300 ლარს მიიღებს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ გამოსცა. პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ფულადი დახმარების გაცემას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური ...

დაწვრილებით »

ავტობუსის ქალი მძღოლები

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ამიერიდან ავტობუსებს ქალი მძღოლებიც მართავენ. კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალურ ავტოპარკს პირველ ეტაპზე 90 ახალი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი დაემატა, რომლითაც ჩანაცვლდება ამორტიზებული ყვითელი ავტობუსები.   ახალი, მწვანე ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ...

დაწვრილებით »

ჩარკვიანი: საქართველოს დამოუკიდებლობა ხელმეორედ გაგვიხდა დასაცავი, აბა, ჩვენ ვიცით ახლა!

“საქართველოს დამოუკიდებლობა გაგვიხდა ხელმეორედ 21-ე საუკუნეში დასაცავი. აბა, ახლა ჩვენ ვიცით, როგორ დავიცავთ,”,-ეს განცხადება კანონი და სამართალის თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა, რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ დავასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. “ყველა ინსტიტუცია რუსეთის ხელშია. ახლა რა დარჩა? რუსთავი ორის დაცვა, ეს ბმა არის. საქართველოს დამოუკიდებლობა გაგვიხდა ხელმეორედ 21-ე საუკუნეში დასაცავი. აბა, ახლა ჩვენ ვიცით, როგორ დავიცავთ, უნდა დავიწყოთ აქციები. მე პირადად მეუხერუხულება, ...

დაწვრილებით »

12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის – იმედის დღედ გამოცხადდა

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება. საკითხი მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. ცვლილებები მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარადგინა. კანონპროექტს მხარი 96 დეპუტატმა დაუჭირა. 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნებოდა, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია. ცვლილებები მთავრობამ ...

დაწვრილებით »

კახა კალაძემ ახალი, მწვანე ფერის მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, სადაც კახა კალაძე ერთ-ერთი ავტობუსის საჭესთან თავად დაჯდა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრება. დედაქალაქის მერიის ცნობით, წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების ...

დაწვრილებით »

ქალს ბიჭი გაუჩნდა მესამე გოგონას ნაცვლად და ქმარმა გონება დაკარგა – მათი რეაქცია ინტერნეტჰიტად იქცა

გაოცებული დედის ფოტო სუპერპოპულარული გახდა. ჩრდილოეთ კაროლინას მცხოვრებ ნენსი და უილ რეიებს სჯეროდათ, რომ მესამეც გოგონა იბადებოდა. ყოველ შემთხვევაში, ექოსკოპიამ ასე უპასუხათ. როგორც ნენსი ამბობს, პირველი ორი შვილის სქესი ორსულობის პერიოდში არც გაუგია წინასწარ, რადგან სურდა, სიურპრიზი ყოფილიყო. ამჯერად კი მამამ გადაწყვიტა, გაერკვია და წინასწარ მორალურად მომზადებულიყო, თუ სამი გოგონას მამობა ელოდა. რაკი ექოსკოპიამაც ეს პასუხიო გასცათ, უილი, რომელიც ვაჟზე ...

დაწვრილებით »

გურამიშვილის ქუჩაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს მიწის მასა ჩამოიშალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის ადგილზე კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები ვითარებას სწავლობენ. ტერიტორიაზე მუშაობენ გარემოს ...

დაწვრილებით »

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები. ამ სერვისს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს. მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს,  შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს სტატუსის დადგენა. ...

დაწვრილებით »