Daily Archives: მაისი 7, 2019

8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

8 მაისს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ორი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების გამო გადაწყდა. 8 მაისის სხდომაზე პარლამენტს დაგეგმილი აქვს „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება, რომელიც თავის მხრივ, 12 მაისის სტატუსს განსაზღვრავს. კერძოდ, პროექტის თანახმად, 12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის გარდა, ასევე იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე. 8 მაისის სხდომაზე პარლამენტი ასევე მიიღებს “სახელმწიფო ...

დაწვრილებით »

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფელ ზორვეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე  ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 23 წლის ალექს ბარბაქაძე და 19 წლის მარიამ დოლუაშვილი. „ზოვრეთში იყვნენ ახლობელთან სტუმრად. უკან დაბრუნებულებს გზაზე მოუვიდათ ავარია, მოგლეჯილი ხე ეგდო ძირს და ამ ხეს დაეჯახნენ“,  – ამბობს მეგობარი. შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის ...

დაწვრილებით »

გამწვანების აქცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. ვარკეთილში, გამწვანების ღონისძიებაში, მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტუდენტები, ჩვენი ჯარისკაცები. ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ზოგადად, ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნარგავებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რაზეც „ეკოსერვის ჯგუფი“ – ჩვენი ერთ-ერთი სამსახური იღებს პასუხისმგებლობას. ტერიტორიის გასამწვანებლად საპატრიარქოს ფონდმა – „გაამწვანე საქართველო“ და საკრებულოს მაჟორიტარმა ...

დაწვრილებით »

სუს -მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტი უნდა მოეწყო. სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობას გეგმავდა

გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სუს-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე. გვინდა ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ აღნიშნული უმძიმესი დანაშაული თავიდან ...

დაწვრილებით »

წალკაში, დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა

წალკაში, დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, – ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. როგორც გამოცემას KASS LAND-ის დამფუძნებელმა ხანოხ კასსიმ განუცხადა, შუშის ხიდია პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტია, რომელიც კანიონზე აშენდება და მის შუაგულში მიწიდან 200 მეტრის სიმაღლეზე ბარი განთავსდება. მხოლოდ ხიდის მშეენებლობისთვის ...

დაწვრილებით »

საუდის არაბეთიდან გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს

თბილისში გამოქცეულმა საუდელმა დებმა მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველოდან მიემგზავრებიან. ამის შესახებ დებმა Twitter-ზე დაწერეს. გოგოები განმარტავენ, რომ ახალი საცხოვრებლის ადგილმდებარეობას არ გაასაჯაროებენ. “მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს ვტოვებთ. ახალ ქვეყანაში ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა”, – წერენ დები. ونحب نقول ان حسابنا ماراح يتوقف وسنتابع دعم الحملات التي تنادي بإسقاط الولاية واصواتنا ستظل ...

დაწვრილებით »

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. სუს-ის ცნობით, ამ თანამდებობის დაკავებამდე შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. იგი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. შენგელი ფიცხელაური თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო 1985-1991 წლებში, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო 1997 წელს. იგი არის, ასევე, ევროპისა და მსოფლიო ...

დაწვრილებით »

  მის დაწვას ვითხოვ… ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა” – კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 85 წლისომარ გამ­ყრე­ლი­ძის მიერ მოკ­ლუ­ლი შვი­ლი და მე­ზო­ბე­ლი დედა-შვი­ლი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ცოტა ხნის წინ გა­და­ას­ვე­ნეს. მა­მამ­თი­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი გო­გოს ცხე­და­რი კი ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით სო­ფელ მა­ნავ­ში, მშობ­ლე­ბის სახ­ლში და­ას­ვე­ნეს. ოთხი­ვე მოკ­ლულს რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ექ­სპერ­ტი­ზა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის კა­ხე­თის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ჩა­უ­ტარ­და. პო­ლი­ცი­ამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი უკვე გა­მო­კი­თხა, მათ შო­რის ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძე, რო­მელ­საც 85 წლის მა­მა­კაც­მა შვი­ლი და მე­უღ­ლე ...

დაწვრილებით »

ქალი მსაჯის გამო ირანში გერმანიის ბუნდესლიგის მატჩის ჩვენება აიკრძალა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ბუნდესლიგის მატჩის ტრანსლირებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ მას ქალი მსაჯობდა. ისლამური ქვეყნის ცენზორები კრძალავენ ქალის სხეულის ნაწილების საჯაროდ გამოჩენას, მათ შორის ისეთ ფორმაში, როგორიცაა საფეხბურთო შორტები.   ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ, IRIB-მა მიუნხენის ბაიერნისა და აუგსბურგის მატჩის ჩვენებაზე თქვა უარი, რომელიც გასულ პარასკევს ჩატარდა. ამ დროს შეხვედრის ერთ-ერთი მსაჯი ბიბიანა შტაინჰაუსი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა მედიამ, ...

დაწვრილებით »

საკანონმდებლო ინიციატივა – მინიმალური ხელფასი 500 ლარი და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება კერძო სექტორში

საქართველოში შრომით უფლებებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება, რომელსაც დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, “სოლიდარობის ქსელი”, “ერთობა 2013”, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მოამზადებენ. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რეფორმები, რომლებიც შრომითი ურთიერთობების მიმართულებით ტარდება, რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული არ არის და ევროკავშირის მოთხოვნების მექანიკურ შესრულებას წარმოადგენს. მისივე თქმით, ხელისუფლება თითქოს აღიარებს, რომ ვითარება სავალალოა, მაგრამ ქმედით ...

დაწვრილებით »