Daily Archives: აპრილი 10, 2019

ევროსაბჭოში ანსამბლმა რუსთავმა „ჩაკრულო“​​ შეასრულა

საქართველოს პრემიერმინისტრი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგშია. მამუკა ბახტაძე დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლამდე ევროსაბჭოში ანსამბლმა რუსთავმა „ჩაკრულო“​​ შეასრულა. დღესვე, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება. სტრასბურგში ვიზიტის დასასრულ პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

დაწვრილებით »

,,ღიმილის კაცი” -დღეს გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

,,მე და პრეზიდენტი ბუში ორი კაცი ვართ მსოფლიოში, ვისი სახელიც ქუჩებს სიცოცხლეშივე დაარქვეს. ორივე ქუჩა საქართველოშია, ერთი  აეროპორტის გზაზე, მეორე კი სოფელ კოლაგში – გივი ბერიკაშვილის გამზირიო, – ხუმრობს გივი ბერიკაშვილი და მსმენელი გულიანად იცინის. შეუძლებელია, გულგრილი დარჩეს. ეს ხომ გივი ბერიკაშვილია, მსახიობი, რომელიც იმდენად უყვართ, რომ მარტო თვითონ კი არა, პაპამისი პანწკალაც ახლობლად მიაჩნიათ… ცნობილი არტისტი ხომ ყველგან სიამაყით ...

დაწვრილებით »

მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე, კერძოდ, „მიონის“ ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მხარეები სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ – სასამართლოს მიმართა რჩეულიშვილმაც. ბრალდების მხარის განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებული ქეთევან ჟორდანია, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც მოხდა თანხების მითვისება, მომხდარში “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.  მაია რჩეულიშვილს და ქეთევან ჟორდანიას თაღლითობით დიდი ოდენობით თანხის ...

დაწვრილებით »

თბილისის ქუჩებში ამოტრიალებული ავტომანქანები გამოჩნდა [ფოტო]

თბილისის ქუჩებში რამდენიმე ადგილზე ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანები გამოჩნდა. ისინი სპეციალურად დამონტაჟებულ ბოძებზეა განთავსებული. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-სა და თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული კამპანიის ავტორები ისინი არ არიან. სავარაუდოდ, კამპანია რომელიმე კერძო კომპანიას უკავშირდება და გახშირებული ავტოავარიების პრევენციას ემსახურება. თბილისში ამოტრიალებული ავტომანქანების გამოჩენამ ინტერესი გამოიწვია სოციალური ქსელების მომხმარებლებში და ისინი აქტიურად აქვეყნებენ სხვადასხვა უბანში გადაღებულ ფოტოებს.  

დაწვრილებით »