Daily Archives: აპრილი 8, 2019

9 აპრილი – დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის

დღეს 9 აპრილია — ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით: 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო. დღეს 29 წელი გავიდა  საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989  წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის ...

დაწვრილებით »

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

კიდევ ერთი მილიონერი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას 2020NEWS ექსკლუზიურად ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ლევან ვასაძე ახალ პარტიას ქმნის, რომლის პრეზენტაციასაც შემოდგომაზე გეგმავს. მან უკვე დაიწყო კონსულტაციები გუნდის მომავალ წევრებთან, რომელ გუნდთან ერთადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებას. ამ ეტაპზე ბიზნესმენი მედიასთან საუბარს თავს არიდებს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის ...

დაწვრილებით »

ტრაგედია ლანჩხუთში – 9 წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა

ტრაგედია ლანჩხუთში – 9 წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა, ინფორმაციას “გურია თუდეის” “ფეისბუქ გვერდი” ავრცელებს: “გურია თუდეის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ხაჯალიის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძეა. მას მამა და ბებია ზრდიდნენ. უბედური შემთხვევა კვირას მოხდა – გიორგი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა. “თავზარდამცემი ამბავი გავიგე ამ საღამოს… სიტყვები… ემოციები… ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატად… ტრაგიკულად გარდამეცვალა მე_4 კლასის ...

დაწვრილებით »

კახი კალაძემ ვერეს ხეობაში მიმდინარე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა

მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ფერდობები დაბინძურებულია. ამჟამად, ვერეს კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები ხორციელდება. საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანია და შესაბამისად, რთული სამუშაოებია ჩასატარებელი, თუმცა „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტერიტორია სრულად მოაწესრიგოს. ამის შემდეგ გადავალთ უკვე ქალაქის შემოსასვლელისა და გასასვლელის დასუფთავებასა და მოწესრიგებაზე, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. დასუფთავების მასშტაბური აქცია ნარჩენების რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქციაში „თბილსერვის ...

დაწვრილებით »

პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი მიიღო

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდა.  კანონპროექტს 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელმეორე კენჭისყრაზე დადგა, რადგან 5 აპრილის  სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს. კანონის მიხედვით უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი ...

დაწვრილებით »