Daily Archives: აპრილი 5, 2019

გპირდებით, გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება

გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის. რამდენადაც დღეს პარლამენტში განვითარებულმა პროცესმა ბევრი კითხვა გააჩინა სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის და პირადადაც უამრავი უამრავი წერილი მივიღე, მინდა გიპასუხოთ რამდენიმე მთავარ კითხვაზე. პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ...

დაწვრილებით »

მეცნიერები: ტკბილი სასმელების ჭარბი მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც განაცხადეს, რომ ტკბილი სასმელების ჭარბი მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის. BBC-ის ცნობით, მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ნაადრევი სიკვდილის გარდა ტკბილი სასმელების მიღება იწვევს რიგ დაავადებებს, მათ შორის კიბოს რამდენიმე სახეობას. მეცნიერებმა კვლევაში 30 წლამდე ასაკის 37 ათასი კაცის და 80 ათასი ქალის მონაცემები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ ტკბილ სასმელს სვამდნენ, ...

დაწვრილებით »

13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის სკულპტურის შესაქმნელად კონკურსი ცხადდება

დედაქალაქის მერია საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციის, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალისა და 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბეჰემოტის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ბეჰემოტ ბეგის ქანდაკება – გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან  ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული ...

დაწვრილებით »

გორის გოგონათა გუნდის სოლისტი ევროკავშირის გრანტით პარიზში ისწავლის

გორის გოგონათა გუნდის სოლისტი თაკო კაკალაშვილი ერთი წლით პარიზში ისწავლის. 21 წლის მომღერალი საფრანგეთში უკვე გაემგზავრა და საბაკალავრო პროგრამას პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში დახურავს. მან ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ,,Erasmus+” მიერ გამოცხადებული კონკურსში გაიმარჯვა და სწავლის დაფინანსება მოიპოვა. გამარჯვებამდე, თაკო ილიას უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა

დაწვრილებით »

მარიამ ჯაში – მინდა მივმართო აბიტურიენტებს, – საგანგაშო არაფერია, გამოცდებთან დაკავშირებული კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა და გუნდის გადაწყვეტილება ძალაში რჩება

ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, არამედ ტექნიკური პრობლემა იყო”, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა  მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება ორი შესაძლებლობა. „რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ...

დაწვრილებით »

ფქვილის და შესაბამისად პურის გაძვირება მნიშვნელოვნად განაპირობა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებამ

დარწმუნებული ვართ, რომ ფქვილის მწარმოებელთა მხრივ სერიოზული კონკურენციაა ბაზარზე, პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს სთხოვა ამ ბაზრების შესწავლა, სააგენტოსთან გვაქვს კომუნიკაცია და ველოდებით უწყების დასკვნას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ქვეყანაში პურის შესაძლო გაძვირების კომენტირებისას განუცხადა. სილაგავას თქმით, მნიშნველოვანია, რომ კონკურენტული გარემო იყოს როგორც ხორბლის იმპორტის მხრივ, ისე ფქვილის და პურის ბაზარზე. ამასთან, ასოციაციის ...

დაწვრილებით »

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა ჩავარდა

დეპუტატებმა ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი ცუდი აკუსტიკის გამო. ამის შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა. შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩაქარებული წესით იხილავდა. პირველი მოსმენის პროცედურა თავიდან იქნება გასავლელი.

დაწვრილებით »

ირაკლი კობახიძე – განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ჩვენც განახლებული გუნდით შევხვდებით ყველა შემდეგ არჩევნებს

ზოგადად, განახლება სჭირდება ნებისმიერ პარტიას, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების წინ და ზოგადადაც, საჭიროა ახალი კადრების რეკრუტირება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ   განაცხადა. მისივე თქმით, ახალი კადრების მოძიების პროცესში მთელი პოლიტსაბჭოა ჩართული და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრთან ერთად პარტიის პოლიტიკური მდივანიც არის. „ერთად ვმუშაობთ სიის განახლებაზე და შესაბამის ცვლილებებს საზოგადოება იხილავს. განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ჩვენც ...

დაწვრილებით »

კობახიძე: მოხდა სამწუხარო ცვლილება, ანა გოჩაშვილზე პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება

ასე უპასუხა პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის ანა გოჩაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ დასმულ კითხვას. „ჩვენთვის ეს არის სამწუხარო ცვლილება. პარტიაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება მისი პარტიაში გადაყვანის თაობაზე, რასაც ქალბატონი ანა დათანხმდა და ეს იყო ამის საფუძველი. შესაბამისად გვჭირდება პარლამეტში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ipress.ge

დაწვრილებით »

“ახლა, როცა ცოცხალი აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ყურმილს, რატომ არ ვუსმენდი” – ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძეს იხსნებს

ზურა ყიფშიძემ გარდაცვლილი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე იხსენებს.”ზოგჯერ მოენატრებოდი და დაგირეკავდა. გეტყოდა: ,,როგორა ხარ?”. შენ ეტყოდი: ,,ლიკა, გინდოდა რამე?” ,,არა, არაფერი, უბრალოდ, ისე მოგიკითხე, ხომ კარგადა ხარ?”. ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?…” – ამბობს მსახიობი.

დაწვრილებით »