Daily Archives: აპრილი 4, 2019

“ბატონო მინისტრო, რატომ არ გადააღებინეთ თინა ბოკუჩავას სელფი, იმ ,,მერსედესთან”…- ირაკლი სესიაშვილი ლევან იზორიას

ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ თინა ბოკუჩავა და რატომ არ გადააღებინეთ „მერსედესთან“  სელფი” – ასე მიმართა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, რომელსაც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ თინა ბოკუჩავა და რატომ არ გადააღებინეთ „მერსედესთან“  სელფი, სადაც „ფლეისთეიშენია” განთავსებული და მისი მინისტრები ერთობოდნენ. როგორც მათმა ...

დაწვრილებით »

რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

მოსკოვში, 88 წლის ასაკში რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ქართველი რეჟისორი  გიორგი დანელია თებერვლის ბოლოს მოსკოვის (რუსეთი) საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს. გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. მან დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი 1955 წელს; 1959 წელს მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსები. 1959 წელს მოსკოვის კინოსტუდიის „მოსფილმის“ რეჟისორად იწყებს მუშაობას. მისი ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), “შემოდგომის მარათონი”(1980), „ქინ-ძა-ძა”(1986). მის შემოქმედებას ახასიათებს ...

დაწვრილებით »

12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება — ბახტაძე

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც, ...

დაწვრილებით »

“დედამ ორჯერ უნდა იფიქროს: ერთხელ თავის მაგივრად, მეორედ – შვილის მაგივრად” – რჩევები გენიალური სოფი ლორენისგან

“დედამ ორჯერ უნდა იფიქროს: ერთხელ თავის მაგივრად, მეორედ – შვილის მაგივრად” – რჩევები გენიალური სოფი ლორენისგან გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იტალიელი მსახიობია, ასევე წლებია სილამაზის ეტალონად მიიჩნევა, 80 წლის ასაკშიც უზადოდ გამოიყურება. ბევრისთვის არის მისაბაძი მისი შრომისმოყვარეობა, ღირსეული ქცევები, მისი სიყვარული ოჯახისადმი, ქმრისადმი და ორი არაჩვეულებრივი ვაჟისადმი. როგორია სოფიას სილამაზისა და ბედნიერების საიდუმლო? ამას მისი ციტატებიდან შეიტყობთ: * ...

დაწვრილებით »

კვიციანი კობახიძეს: 150 კაცი ვზივართ პარლამენტში, შევაგროვოთ 100-100 ლარი და ვიყიდოთ დინამიკი

ასე მიმართა პარლმენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს „ბატონო თავმჯდომარე, არაფერი არ ისმის საერთოდ დარბაზში ვინ რას ლაპარაკობს, 150 კაცი ვზივართ აქ და იქნებ 100-100 ლარი შევაგროვოთ ხელფასებზე და ვიყიდოთ ეს დინამიკი და ნორმალურად გავიგებთ ლაპარაკს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამეტის შენობაში, პლენარულ სხდომის დარბაზში გახმოვანების აპარატურა გამართულად ...

დაწვრილებით »

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორად ინიშნება

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის გენერალურ პროკურორად დაინიშნოს. “2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პროკურორის პოსტს დაიკავებს. “2020NEWS”-ის ინფორმატორის ცნობით, ზელენსკისა და სააკაშვილს შორის კონსულტაციები უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილისნაირი ადამიანების დახმარება ყველას სჭირდება. “ჩამოვიდეს. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და ...

დაწვრილებით »

ლექტორის აღშოთებული სტატუსი: „სტუდენტებმა არ იციან 9 აპრილი…“

ლექტორი თენგიზ ფხალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს, სადაც ჰყვება, როგორ შევიდა სტუდენტებთან ერთ-ერთ აუდიტორიაში და 9 აპრილის ხსენების შემდეგ მიხვდა, რომ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რა მოხდა ამ დღეს საქართველოში. გთავაზობთ მის პოსტს: „ფრენდებისათვის“ ცნობილია, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში ვკითხულობ. ასევე ხშირად მიწვევენ საჯარეო ლექციებზეც. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა იმ კონკრეტული სასწავლო დაწესებულების დასახელება, სადაც ეს ...

დაწვრილებით »

მე დავიბადე !! გიგანტი ბავშვი საქართველოდან

ბათუმში 19 წლის ქალმა 5, 800 კილოგრამი წონის გოგონა გააჩინა. ექიმები აცხადებენ, რომ ახალშობილის წონა რეკორდულია და ის ბათუმის ყველაზე მძიმე ახალშობილი ბავშვია.

დაწვრილებით »

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირდა 12 000-მდე კანდიდატი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი 4 600-მდე სტუდენტი. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო ...

დაწვრილებით »

იცი თუ არა ავტონაწილების ქართული შესატყვისები? იხილეთ

დაწვრილებით »