Daily Archives: აპრილი 2, 2019

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 36 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი ...

დაწვრილებით »

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში ATP-ს რეიტინგის ყველაზე მაღალ საფეხურზე აღმოჩნდა

მსოფლიოს ჩოგბურთის ასოციაციამ მაიამის მასტერსის დასრულების შემდეგ განახლებული ATP-ს რეიტინგი წარმოადგინა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში რეიტინგის ყველაზე მაღალ საფეხურს უწია.  ბასილაშვილი მე-19 პოზიციიდან 2 ადგილით წინ მე-17 ადგილზე აღმოჩნდა. ATP-ს რეიტინგში ადგილი პირველ სამეულში მყოფმა ჩოგბურთელებმა შეინარჩუნეს.  რეიტინგს სათავეში ისევ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უდგას.  მას ესპანელი რაფაელ ნადალი და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი მიჰყვებიან. მაიამის მასტერსზე გამარჯვების შემდეგ ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ...

დაწვრილებით »

როგორ გავიგოთ რომ ბავშვი აუტისტია. 10 შესაძლო ნიშანი

ზოგჯერ მშობლებს ყურადღების მიღმა რჩებათ ის ნიშნები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს აქვთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე შესაძლო ნიშანს, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ახასიათებთ. თუ მათგან ზოგიერთს ამოიცნობთ, ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ თქვენ შვილს აუტისტური სპექტრი აქვს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 10 ნიშანი, რომელიც შესაძლოა თქვენი ბავშვის აუტისტურ სპექტრზე მიუთითებდეს: 1. ბავშვი არ რეაგირებს თავის სახელზე 12 თვემდე; 2. 14 თვემდე არ მიგითითებთ ...

დაწვრილებით »

კახა კალაძე – როცა ვნახე კადრები, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი

როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ჭავჭავაძის #5-ში გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ის მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს და მათთვის გაეცნო ის პროექტები, რაც თბილისის მერიამ შრომის უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით განახორციელა. „ჩემთვის პირადად ...

დაწვრილებით »

„შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენ და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას”…

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის მისამართით სტატუსს აქვეყნებს: „შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, „მოქკავშირიდან” დღემდე, რომელი ერთი დანაშაული ჩამოგითვალო – პირველი და უმთავრესი – კოდორის გადაცემა რუსეთისთვის, სამაჩაბლოს 114 სოფლის ჩაბარება რუსეთისთვის, საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტების ჩუქება რუსეთისთვის, ტერორისტული აქტების მოწყობა ...

დაწვრილებით »

როგორი იქნება სასტუმრო ქვევრის ფორმის ნომრებით, რომელიც კახეთში შენდება – აუზები, რესტორანი, ბარი და საბავშვო კუთხე…

როგორი იქნება სასტუმრო ქვევრის ფორმის ნომრებით, რომელიც კახეთში შენდება – აუზები, რესტორანი, ბარი და საბავშვო კუთხე… თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრი“ აშენდება, რომლის ნომრებსაც ქვევრის ფორმა ექნება. სასტუმროს მთავარ მიზანს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სასტუმროს კომპლექსში განთავსებული იქნება 15-ნომრიანი მთავარი შენობა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯი. როგორც პროექტშია გაწერილი, თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება. გარდა ამისა, სასტუმროს ...

დაწვრილებით »

მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან… დღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა

,,მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.” “მე არ მახსოვს , როგორ ვისწავლე წერა-კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი,როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“ – წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. ...

დაწვრილებით »

კალაძის დამცველი რომ არ ვარ მოგეხსენებათ, მაგრამ… – თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის მერ კახა კალაძის სახლთან დღეს გამართულ აქციას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ არასწორია ამ პროცესებში ოჯახის ჩართვა. “კალაძის დამცველი რომ არ ვარ, მოგეხსენებათ, მაგრამ ძალიან მდარე საქციელი მგონია პოლიტიკოსების სახლებთან პროტესტი. ოჯახი არაფერ შუაშია! წესით სულმა უნდა წამძლიოს და გული მოვიფხანო – მე და ჩემს ოჯახს რომ სადღობელაშვილს გვიგზავნიდნენ, ახლა რომ მას მიადგნენ. მაგრამ, რაც არასწორია არასწორია – არასწორია ...

დაწვრილებით »

შეიძლება, ეს წიგნი თქვენი შვილების სახელმძღვანელო გახდეს?

გამოიცა 5-8 წლამდე ბავშვებისათვის სასწავლო-შემეცნებითი წიგნი, სახელწოდებით „სიყვარულის ანაბანა”. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოსტალიონი” ავრცელებს.  „ფეისბუქზე” ვრცელდება წიგნიდან ამონარიდები, ზოგიერთი უკვე იმასაც ამტკიცებს, რომ ეს წიგნი, როგორც სახელმძღვანელო, სასკოლო პროგრამაშიც შევა, თუმცა როდის მოხდება ეს, უცნობია. წიგნი ფერადი ილუსტრაციებით არის გავსებული და მასში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსი, ბავშვის ჩასახვა, დაბადება, ბავშვის ორგანიზმის ფორმირება და ა. შ.    გთავაზობთ ამონარიდს წიგნის ...

დაწვრილებით »

შეწყვიტეთ დედაჩემის ლანძღვა და ბინძური ინფორმაციების გავრცელება – ანუკი ძირკველიშვილი

ემიგრანტ ნათია ძირკველიშვილის შვილი ანუკი ძირკველიშვილი ამერიკაში მცხოვრებ ნაციობალებს მიმაეთავს და მოუწოდებს შეწყვიტონ დედამისს ლანძღვა და ბინძური ინფორმაციების გავრცელება. “მივმართავ ამერიკაში მცხოვრებ ყველა ნაციონალებს! მივმართავ ჯგუფ “ჩვენ ამერიკაში“ ადმინს გიორგი ნიკოლეიშვილს ეს ქალბატონი არის ნათია ძირკველიშვილი – ჩემი საამაყო დედა, შეწყვიტეთ დედაჩემის ლანძღვა და ბინძური ინფორმაციების გავრცელება. დედაჩემმა გაზარდა სამი საუკეთესო შვილი, ქალები ნამდვილ ქართველ დედებად და ბიჭი ნამდვილ ქართველ ვაჟკაცად. დედაჩემი ამაყობს ჩვენით ...

დაწვრილებით »