თვიური არქივი: მარტი 2019

დღეს ზვიად გამსახურდია 80 წლის გახდებოდა

1991 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით “თანახმა ხართ თუ არა, აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90,3%-მა, მათ შორის აფხაზეთისა და ჩრდ. ქართლის აფსუურმა და ოსურმა მოსახლეობამ და მონაწილეთა 98,9%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას იმ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რომლის საზღვრებშიც “ერთა ...

დაწვრილებით »

სახალხო დამცველი – “ჰომოსექსუალთა ქორწინება უნდა დაკანონდეს” „ოჯახის უფროსი“ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნევს და მის შეცვლას ითხოვს

სახალხო დამცველი კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მნიშნელოვანია, სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება (პარტნიორობის) აღიაროს.სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა შემთხვევაში 

დაწვრილებით »

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუზეუმების სია გამოქვეყნდა

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმების სიაში “ლუვრი” ლიდერობს. ინფორმაციას Art Newspaper-ი ავრცელებს. შარშან პარიზის სახელგანთქმულ მუზეუმს ათ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა. გამოცემის აზრით, “ლუვრის” პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად, მუზეუმში ჯეი-ზ-ს და ბიონსეს კლიპის გადაღებაც სახელდება. სიის მეორე ადგილს ჩინეთის ნაციონალური მუზეუმი, მესამეს კი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი იკავებს. ხუთეულში ვატიკანის მუზეუმი და ლონდონში, თანამედროვე ხელოვნების გალერეა “ტეიტიც” მოხვდნენ. ათეულში ლონდონის ნაციონალური გალერეა, ვაშინგტონის ნაციონალური გალერეა, ერმიტაჟი და ლონდონის ...

დაწვრილებით »

ახალი ტურისტული ატრაქცია აჭარაში-„თოკების პარკი“ გაიხსნა (ფოტოები)

აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი” დახვდებათ,რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. თოკები პარკის პირველი ვიზიტორები  ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. „თოკების პარკი“ ეკო–საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებითგასართობ ადგილს წარმოადგენს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. „თოკების პარკი“ კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო დამასზე 168 000 ლარი დაიხარჯა. შეგახსენებთ, მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. მტირალას ეროვნული პარკის კოლხური ტყეები ნომინირებულია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად. პარკმა გასულ წელს 57,770 ...

დაწვრილებით »

თაკო ჩარკვიანი: ლელა კაკულიასთან მისი შვილის პრემიერობაზე ვერ შევთანხმდით

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს ლელა კაკულიას ქალიშვილზე, თამარ პატარაიაზე, რომელიც ჯერ პარტია “კანონი და სამართლის” წევრი გახდა, მერე კი პარტია დატოვა. “ქართული ოცნება”, კერძოდ ივანიშვილი დარჩა ლელა კაკულიას და მჯღიბავების იმედზე, როგორც თავად მჯღიბავი ამბობს, “ნააბაროტ”, პრემიერად გვიმზადებს შვილს, ვიცე-პრემიერად არაო. ჰოდა, არ გვინდოდა, გვეთქვა, მაგრამ აი, მისი შვილის “პრემიერობაზე” ვერ შევთანხმით პარტიაში, ჯერ სწავლის გაგრძელება შევთავაზეთ “ბოვშვს”, ადრეა ...

დაწვრილებით »

საქართველოში განქორწინებულთა რაოდენობა გაიზარდა

“საქსტატის” ინფორმაციით, 2018 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2.0 პროცენტით შემცირდა და 23 202 შეადგინა. 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.7, ხოლო კაცებისთვის 30.4 წელი იყო. 2018 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 288 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა.

დაწვრილებით »

მეგრული ჯიშის „ტემპერამენტიანი“ თხის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეგრული ჯიშის თხების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა 25 მარტს გამოცხადდა, წინადადებები კი 31 მარტიდან 2 აპრილამდე მიიღება. სულ შესასყიდია 11 სული თხა. განმცხადებლები იმ მახასიათებლებს აღწერენ, რომლებსაც თხები უნდა აკმაყოფილებდნენ. ელექტრონული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ცენტრისთვის შემდეგი დასახელებისა და რაოდენობის თხების მიწოდება. “დასახელება: მეგრული ჯიშის თხა – ნეზვი; შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ: კარგი განვითარება, ჯანმრთელობა, ...

დაწვრილებით »

საქართველოში შარშან უფრო მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგო

საქსტატის ინფორმაციით 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 26 538 ბიჭია და 24 600 გოგო, რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დარჩა უცვლელი და ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის. 2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 161 ბავშვი), ხოლო ყველაზე ...

დაწვრილებით »

ქართველი მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი” გამოავლინა. პროექტის ავტორია სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“. მასში თბილისისა და ქუთაისის სკოლის მოსწავლეები სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, გიორგი რეგიშვილი და იონა იობიძე მონაწილეობდნენ. შესაბამისად,  მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან. “ჩვენი გამოგონება ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის (პრეპარატის, სურსათის, საკვების, ...

დაწვრილებით »

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ

ემიგრაციაში მყოფი ქართველი ახალგაზრდის, SKEMA business school-ის (საფრანგეთი) ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტის ნიკოლოზ კვარაცხელიას ორ წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა სოციალური ქსელი – Feedc…. სოციალური ქსელი – Feedc ემყარება განსხვავებულ კონცეფციას და გამსჭვალულია ქართული სულისკვეთებით, კერძოდ: Feedc–ზე აქტივობას (პოსტს) დაინახავს ყველა თქვენს ადგილსამყოფელ ქალაქში; არ დაგჭირდება ცნობილი, ან ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ აქტივობა (პოსტი) იყოს შემჩნეული. აქ ნებისმიერ ადამიანს ეხსნება ...

დაწვრილებით »