თვიური არქივი: თებერვალი 2019

ქართველი სტუდენტი, რომელსაც მეოთხე დღეა, ქალაქ ვენაში ეძებენ

ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, უკვე მეოთხე დღეა ქართველ სტუდენტს, ანრი ლომიძეს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავსტრიაში საქართველოს საკონსულოში აღნიშნულ თემაზე სატელეფონო შეტყობინება უკვე შევიდა. მათივე განმარტებით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან და დაკარგულის ოჯახის წევრებთან.

დაწვრილებით »

ეროვნული გამოცდების ტესტებს შეიძლება ვიდეოდავალებებიც დაემატოს

ეროვნული გამოცდების ტესტებს, შესაძლოა, ვიდეოდავალებები დაემატოს. ამის შესახებ interpressnews-თან ინტერვიუში შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ისაუბრა. ამ ეტაპზე ინოვაციას ექსპერიმენტული ხასიათი ექნება. “ამ მიმართულებით ვმუშაობთ და შესაძლოა, ჩავატაროთ მცირე ჯგუფთან პილოტირება ამ ტიპის შეფასების მოსამზადებლად წელს, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, როდის ჩავატარებთ ფართომასშტაბიან გამოცდას. პილოტირებას ვგეგმავთ უნარების ტესტისათვის. აქ უფრო ადვილია, რადგან ყველა დავალება შემოსახაზია და იქ ჩასაწერი ...

დაწვრილებით »

კახა კალაძის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახიდან, 183 საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახიდან, 183 უკვე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. ამის შესახებ კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, 183-დან 60 ოჯახი თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. ასევე, 123 ფართი ამ დროისთვის მშენებლობის პროცესშია. „თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. თქვენ იცით, თუ ...

დაწვრილებით »

დღეს რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღეა…

28 თებერვალს დიდი ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღეა… მის ცხოვრებას სულ ჰქონდა არტისტიზმის ელფერი და მუდმივად თან ახლდა სიყვარულის ფერიც. მას თავდავიწყებით უყვარდა ნატაშა. ახლა შეიძლება ბევრი ილაპარაკონ ამ სიყვარულზე, ზოგმა უფრო პრაგმატულად შეხედოს, ზოგმა – მეტად რომანტიკულად. თავად არტისტს დიდად აღარ აინტერესებდა, ვინ რას იტყოდა. მას უბრალოდ ნატაშა უყვარდა. ის გემიც უყვარდა, რომელზეც გაიცნო: წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, იმ ...

დაწვრილებით »

გიორგი კანდელაკი: პრეტენზია არის არა კარასინთან, არამედ ჩვენ მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ დასავლეთის ლიდერებმა პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხი წამოჭრან

პრეტენზია არის არა კარასინთან, რომლის პოზიციაც ცნობილია, არამედ საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ დასავლეთის ლიდერებმა პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხი წამოჭრან ,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებას, სადაც გრიგორი კარასინი ქართველ კოლეგებს “შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების” შესახებ აფრთხილებს. კანდელაკის თქმით, საქართველომ უარიც რომ თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, ...

დაწვრილებით »

,,ეს თქვენი სიყვარული და თანადგომაა-ჩემი ოჯახის მერე ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია და რასაც მივაღწიე “

“დღეს უამრავი მილოცვა მივიღე. უამრავი კეთილი და თბილი სიტყვა. ჩემი ოჯახის მერე ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია და რასაც მივაღწიე – ეს თქვენი სიყვარული და თანადგომაა. მე ამ განძს ვუფრთხილდებოდი და ყოველთვის გავუფრთხილდები. მუდამ ვეცდები სიკეთით და სიყვარულით გადამეხადოს ის, რასაც თქვენგან ვღებულობ. მადლობა ყველას!”, – წერს თბილისის მერი კახა კალაძე

დაწვრილებით »

ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის საჩოგბურთო ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წინ მიიწევს. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალურ ეტაპზე ATP-ს რეიტინგის მე-18 ჩოგანი ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა. ბრძოლა დაძაბული გამოდგა. ქართულ-ესპანურმა დაპირისპირებამ 2 საათი და 14 წუთი გასტანა. საბოლოოდ ბასილაშვილმა პირველი სეტის ტაიბრეიკით წაგების შემდეგ ძალები მოიკრიფა და დარჩენილი 2 სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 6-7, 6-4, 6-3 გაიმარჯვა. ქართველი ...

დაწვრილებით »

დღეს ვარლამ ლიპარტელიანის დაბადების დღეა

დღეს ვარლამ ლიპარტელიანის დაბადების დღეა. დაიბადა მცხეთაში. ძიუდოისტი (90 კგ). XXXI ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2016, რიო დე ჟანეირო). მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის (2013) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2014, 2015). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2012, 2014, 2015), სამგზის მეორე (2009, 2010, 2013) და მესამე პრიზიორი (2011). პირველი ევროპული თამაშების მეორე პრიზიორი (2015). ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ერთგზის გუნდური ჩემპიონი

დაწვრილებით »

ვინ არის 25 წლის ულამაზესი გოგონა რომელმაც თავი მოიკლა (ფოტოები)

თბილისში 25 წლის გოგომ თავი მოიკლა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა სუიციდის მიზეზი. გარდაცვლილი მიგო ჯაჭვლიანია. “ეს ლამაზი გოგო, ჩემი კურსელი იყო, განადგურებული ვარ” – წერს დაღუპულის ახლობელი. წყარო: ნიუპოსტი

დაწვრილებით »

მეცნიერების დასკვნით, 1 ჭიქა წითელი ღვინის დალევა 1 საათიან ვარჯიშს უდრის

უახლესმა კვლევამ, რომელიც კანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ 1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინის მირთმევა  დღის მანძილზე ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორც 1 საათიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში.  ამის მიზეზი კი ბუნებრივი ფიტოალექსინია, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაში შედის. ის ხელს უწყობს გულის უკეთ მუშაობას, ზრდის შრომისუნარიანობას, ამაგრებს კუნთებს, რაც საბოლოოდ, ორგანიზმზე ისე მოქმედებს, როგორც ფიზიკური ვარჯიში. როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ჯეისონ დაიკი ამტკიცებს, ...

დაწვრილებით »