Daily Archives: იანვარი 9, 2019

ვირუსის გართულების შედეგად 22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა

ვირუსის გართულების შედეგად 22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა. ის კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ის საავადმყოფოში ვირუსის უკვე გართულებული ფორმით მიიყვანეს. მათივე თქმით, გოგო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სალომე ქემაშვილს წლინახევრის შვილი დარჩა.

დაწვრილებით »

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის თემურ დალაქიშვილი ემსხვერპლა

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის  თემურ დალაქიშვილი  ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ტყიბულის ცენტრში მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომანქანა ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ადგილობრივების განცხადებით, სამი ახალგაზრდა უბანში გადაადგილდებოდა, ერთ-ერთს მსუბუქი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც საკუთარ ბინასთან იმყოფებოდა. ავტომანქანის მძღოლი დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.    

დაწვრილებით »

სოციალურად დაუცველთათვის ფოთის მერიამ 28 ათასი ლარის ღირებულების 120 კუბოს შეისყიდა

ფოთის მერია 120 კუბოს შეისყიდის. მუნიციპალიტეტმა 28 ათასამდე ლარი კუბოების შესაძენად უკვე გამოყო. კომპანია კი რომელიც კუბოებს დაამზადებს ტენდერით შეირჩა. კუბოები, რომელსაც მერია იყიდის მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის იქნება განკუთვნილი. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ წინასწარ ხელისუფლება ვერ განსაზღვრავს რამდენი კუბო დასჭირდება ერთი წლის განმავლობაში ამიტომ გაურკვეველია რა კრიტერიუმებით გადაწყდა ზუსტად 120 კუბოს შეძენა.

დაწვრილებით »

ნინო ბურჯანაძე-თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს“

თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს“ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ავტომატურად აღიარებს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა,ნინო ბურჯანაძემ  ბრიფინგზე განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, დღეს საქართველოს საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს საკმაოდ ფრთხილად ეკიდება, თუმცა პოლიტიკოსები და ექსპერტები ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება ქვეყნის ...

დაწვრილებით »

გოჩა ხარანაული- ეჰ ჩემო ქართველო,შენი სამშობლო ხომ დიდი ხანია ღამის ბარებია!

ეჰ ჩემო ქართველო, სამგზის კი არა, ერთგზის ადამიანიც ვეღარ ხარ! ისიც კი ვერ გაგიგია, მე საბჭოეთს კი არ ვაღმერთებ—შენს უტვინობას ვაპროტესტებ! სულ ტყუილად გეხვევი მუხლზე, შენ ხომ მუხლები აღარ გაბადია! კარგად ვერ წაგიკითხავს ”წერილი ქართველს” გული არ გეყო, ფილტვი არ გაგეხსნა! რასაც საკუთარ ფესვზე უარის თქმა, დასავლური ფახაფუხი და მუშტების ქნევა მოგვიტანს, მაგასაც ვნახავთ! მოსკოვში კი არა, ყარაყორუმში უნდა ჩაეთრე ...

დაწვრილებით »

ახალგაზრდა გოგონა ფირუზისფერი კაბით, რომელიც თბილისში ავტობუსის მძღოლად მუშაობს

თბილისის ავტობუსებზე ქალი მძღოლები გამოჩდნენ. ეს ფაქტი, საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. სოციალურ ქსელში ერთერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ფოტო, სადაც ყვითელი ავტობუსის მძღოლად, ფირუზისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა ზის. ფირუზისფერკაბიანი გოგონა, 25 წლის სოფო ტაბატაძეა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებისთვის ემზადებოდა და “ფორტუნამ” ის ოქტომბერში ჩაწერა. სოფოს მეუღლე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეა, სწორედ მან შესთავაზა სოფოს იდეა – გამხდარიყო ავტობუსის მძღოლი. ფოტოს ავტორი აღნიშნავს, რომ ...

დაწვრილებით »

საჯარო სკოლებში არდადეგები 18 იანვრამდე გახანგრძლივდა

სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე, – ამის შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით ...

დაწვრილებით »

დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დღეს და ხვალ „ტამიფლუს“ მარაგები შეივსება

დღეს და ხვალ „ტამიფლუს“ მარაგები შეივსება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. დავით სერგეენკოს განცხადებით, წამლის მარაგის მხრივ პრობლემა არ არსებობს. „ცალსახად ვადასტურებ, რომ „ტამიფლუს“ ​საკმარისი მარაგია. დღეს და ხვალ წამლის მარაგით შეივსება როგორც სააფთიაქო ქსელები, ისე ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება პირბადეებს, პირბადეებზე აფთიაქებმაც უნდა იზრუნონ, რომ მომარაგება გაზარდონ და ...

დაწვრილებით »

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა არ განიხილება არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ და არც წევრად

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა არ განიხილება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა არათუ კომისიის თავმჯდომარედ, არამედ მის წევრადაც კი არ განიხილება. „შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნათელა მაჭავარიანი მთელი ქვეყნისთვის და პირადად პრეზიდენტისთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანია, მისი კანდიდატურა არ განიხილება არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარის და არც კომისიის წევრობის კანდიდატად“, ...

დაწვრილებით »

რა ელის „ფეისბუკს“ 2019 წელს?

ამ წლიდან კომპანია Facebook-ი მხოლოდ ბოდიშებით ვეღარ შემოიფარგლება, მას გარკვეულ საკითხებზე პასუხისგება მოუწევს. დიდი ალბათობით, მისი საქმიანობის რეგულირება რეალობად იქცევა. რად დაუჯდება ეს კომპანიას? რამდენად მკაცრი იქნება სასჯელი და როგორ აისახება ეს ყველაფერი ყველაზე პოპულარული სოცქსელის მომხმარებელზე? BBC იმის შესახებ წერს, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წლის განმავლობაში. კომპანიას დიდი ჯარიმები ემუქრება მონაცემთა დაცვის ირლანდიურმა კომისიამ დეკემბერში განაცხადა, რომ ბევრი დარღვევის გამო Facebook-ის საქმიანობის ...

დაწვრილებით »