Daily Archives: იანვარი 6, 2019

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ​საშობაო ეპისტოლე ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ ,,მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს,” რაც ნიშნავს ,,ჩვენთან არს ღმერთი” (ესაია 7,14) ...

დაწვრილებით »

მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მოსახლეობა შობის დღესასწაულს ფანჯრებში ანთებული სანთლებით ხვდება. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაამკვიდრა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმიდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე, საღმრთო სადღესასწაულო ლიტურგიას კი, 00:00 საათზე დაიწყებს. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ.ლიტურგიის დასრულების შემდეგ ...

დაწვრილებით »

თბილისში მინის საწრთობი საწარმო აშენდება

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თბილისში სამრეწველო ზონაში მინის საწრთობი საწარმო აშენდება. ბიზნესის ხელშესაწყობად შპს „გლას სერვისს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 3 507 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და წელიწადში 130 000 კვ.მ. ნაწრთობი მინის წარმოებას შეძლებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 180 000 ლარია. საწარმო თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა N12-ში მდებარე სამრეწველო ზონაში აშენდება. სახელმწიფო პროგრამა ...

დაწვრილებით »

ოჯახმა, რომელსაც შეცდომით სხვა მიცვალებული გაატანეს, შესაძლოა საავადმყოფოს უჩივლოს

წყალტუბოს მუნიციპალტეტის სოფელ ცხუნკურში მცხოვრები სულაბერიძეების ოჯახი მიცვალებულების არევის გამო, არ გამორიცხავს სასამართლოს მიმართოს. გარდაცვლილის შვილის თქმით, აპირებს მრავალპროფილური კლინიკა ,,მედიქალ სითის” ხელმძღვანელობას შეხვდეს და შესაძლოა სასამართლოშიც უჩივლოს. გარდაცვლილის შვილი ჰყვება, რომ ფაქტი ოჯახმა მიცვალებულის გაპატიოსნების შემდეგ აღმოაჩინა, მალევე დაადგინა კოორდინატები, რის შემდეგაც ხარაგაულში უკვე დაკრძალული მიცვალებული ამოასვენეს და სახლში გადაასვენეს. “ხარაგაულში თავიდანვე უნახავთ ცხედარი და შეპარვიათ ეჭვი. გადაურეკავთ ექიმებთან ...

დაწვრილებით »

ქუთაისში მიცვალებულების არევაზე საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში მიცვალებულების არევაზე თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. “ფაქტს იმის შესახებ, რომ კლინიკას მიცვალებულები ერთმანეთში აერია არ ვადასტურებთ. კლინიკა არ არის გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპორტირების განმხორციელებელი იურიდიული პირი. გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპორტირების ორგანიზებას საკუთარი ხარჯებითა და ძალებით, მათ შორის გადადგილების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას და ამავე სატრანსპორტო საშუალებაზე გარდაცვლილის პანაშვიდებისათვის განკუთვნილი ადგილის, კონკრეტული მისამართის მიცემა – მითითებას ახორციელებენ გარდაცვლილი პაციენტის ...

დაწვრილებით »

ილია მეორე: ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ადამიანისა და ბუნების მსგავსებაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ხშირია, როდესაც ადამიანი ისევე ღელავს, როგორც ბუნება. „ჩვენთან არს ღმერთი – ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც ემანუელ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვების შინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება. ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს. ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება ადამიანებს ემსგავსება. ეს საყურადღებოა. როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით. რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? – უპირველეს ყოვლისა უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ. უფალი ბრძანებს – მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ. თუ ამას გავიგებთ, ჩვენ გადავრჩებით”, – განაცხადა უწმინდესმა. მისივე თქმით, თუ ადამიანი უფალს დაუახლოვდება, დამშვიდდება, ისევე, როგორც დამშვიდდა სახარების მიხედვით მღელვარე ზღვა.

დაწვრილებით »