მარტი 29, 2024
0 0
Read Time:41 Second

საპენსიო სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარით დაფინანსდება. ამის შესახებ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში წერია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეს თანხა სრულად ხარჯების პუნქტშია გაწერილი. ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ საპენსიო სააგენტოს ვალდებულებებია დაგროვებითი საპენსიო სქემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; საპენსიო აქტივების განკარგვა კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; დაგროვებითი საპენსიო სქემის ანალიზი, რისკების შეფასება, დაგროვებითი საპენსიო სქემის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების მომზადება; „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელება, მართვა და ადმინისტრირება.

ასევე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 170 მილიონი ლარი გამოიყოფა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.

17 სექტემბერს საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე დაინიშნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები