მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 37 Second

1. ინანებთ აუცილებლად, რომ ძალიან ბევრ დროს ატარებდით ტელევიზორთან, უსასრულო სერიალების, გადაცემებისა და რეალითი-შოუს ყურებაში.

2. ინანებთ იმის შესახებ, რომ მთავარ პრიორიტეტად გახადეთ ცხოვრება – სოციალური ქსელების ვირტუალურ სამყაროში და თავით ჩაეშვით ცრუ წარმოდგენის თამაშში საკუთარ თავზე.

3. ინანებთ, რომ არ მისდევდით ცხოვრების ჯანსაღ წესს და ნებას აძლევდით საკუთარ ჩვევებს აეღოთ კონტროლი თქვენზე.

4. ინანებთ იმის შესახებ, რომ ცოტა ნახეთ და არასაკმარისად დატკბით ამ სამყაროს რეალური სილამაზით, სიჩქარეში და ფაცი-ფუცში ცხოვრებით.

5. აუცილებლად ინანებთ, რომ ნაკლებად გწამდათ და არ მიისწრაფოდით რაიმე დიდის შეცნობისკენ.

6. ინანებთ, რომ იშვიათად ხვდებოდით განთიადს და აცილებდით მზის ჩასვლას, თავისმართლებით მნიშვნელოვანი საქმეებითა და საზრუნავით.

7. ინანებთ, რომ იყავით ზედმეტად შებოჭილი, შეშინებული, სერიოზული და იცავდით საზოგადოებაში „სწორი“, „ღირსეული“, „წარმატებული“ ქცევის ყოვლადმიღებულ ნორმებს.

8. ინანებთ, რომ საკმაოდ სწრაფად გაიზარდეთ და უკრძალავდით საკუთარ თავს ხანდახან იყოთ ბავშვი, თუნდაც 40 წლის ასაკშიც.

9. ინანებთ, რომ ნაკლებად და ცუდად მეგობრობდით, არ აფასებდით საკუთარ მეგობრებს და ცოტა დროს ატარებდით მათთან.

10. ინანებთ, რომ იყავით ზედმეტად ბუტია, გულღვარძლიანი, ბოროტი და ეჭვიანი.

11. ინანებთ იმის შესახებ, რომ ცოტა დროს უთმობდით საკუთარ ოჯახს, შვილებს, ნათესავებს, ბევრს კამათობდით და ბრაზდებოდით მათზე. იშვიათად ეუბნებოდით სასიყვარულო სიტყვებს და იმას, თუ როგორი ძვირფასები არიან თქვენთვის.

12. ინანებთ იმის შესახებ, რომ ცოტას იცინოდით, გიხაროდათ და მხიარულობდით.

13. ინანებთ იმის შესახებ, რომ ზედმეტად ავადმყოფურად აღიქვამდით სხვა ადამიანების საქციელსა და სიტყვებს.

14. ინანებთ იმის შესახებ, რომ არ განავითარეთ საკუთარი ნიჭი და დაგავიწყდათ ბავშური ოცნებები და გატაცებები.

15. თქვენ ინანებთ იმის შესახებ, რომ ცოტას მოგზაურობდით და არასაკმარისად შეიცანით ეს სამყარო.

16. თქვენ ინანებთ იმის შესახებ, რომ ზედმეტად ბევრი გეშინოდათ.

17. თქვენ ინანებთ იმის შესახებ, რომ ეჭვი გეპარებოდათ და სათანადოდ ვერ აფასებდით საკუთარ თავს, ვერ ბედავდით ბევრ რამეს.

18. თქვენ ინანებთ იმის შესახებ, რომ არ ჩაგიდენიათ შეშლილი საქციელი, არ გამოიწვიეთ გარემოებები, სამყარო. არ იბრძოდით და ხშირად ჩამოუშვით ხელები. მიეცით საკუთარ თავს წასვლის და გაჩუმების ნება.

19. თქვენ ინანებთ იმის შესახებ, რომ შეპყრობილი იყავით მატერიალურით. რომ დახარჯეთ ბევრი ძალა, ჯანმრთელობა და საკუთარი ცხოვრების აზრი მოდური გაჯეტებისა და ბრენდების შეძენაზე.

20. თქვენ ინანებთ იმის შესახებ, რომ არ თქვით მთავარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები