„20 დღე მშიერ-მწყურვალი იყო, საკვებსაც არ აძლევდნენ, როცა სხვა პატიმარმა გაუნაწილა საკვები, ბადრაგმა პირიდან გადმოაყრევინა“ – სულხან მოლაშვილის მეუღლე

Read Time:1 Minute, 26 Second

საჯაროდ გამოსვლა არ მიყვარს, არ გამოვსულვარ არასდროს, რადგან არ მინდა ჩემს ოჯახს გავახსენო ის წლები და ჯოჯოხეთი, რაც მიხეილ სააკაშვილმა წლების მანძილზე მოგვიწყო, – ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მეუღლემ, თათია მოლაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

თქვა, რომ სულხან მოლაშვილი ექსპრეზიდენტის მოთხოვნით დააკავეს და აწამეს. იხსენებს, რომ ქმარი პირველად მისი დაკავებიდან წელიწადისა და 1 თვის შემდეგ ნახა.

თათია მოლაშვილი დღეს, 18:00 საათზე დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციასაც გამოეხმაურა და მოქალაქეებს მოუწოდა, “გაიხსენონ გირგვლიანის საქმე, რობაქიძის დედას ჩახედონ თვალებში და ისე გაიარონ ეს გზა”.

„ამას პირველად ვამბობ, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამას აღარ ვიტყვი, რადგან მე სულხანთან ამაზე საუბარი არ მქონია, რადგან მერიდებოდა ამ თემაზე ლაპარაკი. ფსიქოლოგიური წამება და ზეწოლა დაიწყო დაჭერის დღისთანავე. ფიზიკური წამებაც იმ დღესვე, როცა დააკავეს. ის თვითონ გამოცხადდა პროკურატურაში და პირდაპირ შეიყვანეს მეხუთე საპყრობილეში…

სულხან მოლაშვილი იყო მეშვიდე საპყრობილეში, 4 კვადრატულ მეტრ საკანში, არც ნათურა ჰქონდა, არც საჰაერო და საპირფარეშოში წყალი ჩაედინებოდა 24 საათის განმავლობაში…

შემომითვალეს, მას არ ეკუთვნის არც სადილი, არც წვენი და არც წყალიო. 20 დღე მშიერ-მწყურვალი იყო სულხანი, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა არ გამოუცხადებია, ეს იყო იძულებითი. ერთხელ ერთ-ერთ პატიმართან რომ შევიდა საკვები, სულხანსაც მიაწოდეს თურმე საჭმელი. ბადრაგმა მიუსწრო და პირიდან გადმოაყრევინა მას საკვები. უნდა აღვნიშნო, რომ მის საკანთან მუდმივად იმყოფებოდა ბადრაგი, მაგრამ რადგან შუქი არ ჰქონდა, პატიმარმა, ვინც საკვები მიაწოდა, ის ვერ შენიშნა. ეს ყველაფერი სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ სულხანი უნდა ყოფილიყო გაუსაძლის მდგომარეობაში. არავინ იცის, რა წამალს უკეთებდნენ და რა ხდებოდა მის თავს, რადგან ჩვენ წელიწადი და სამი თვე ის არ გვინახავს. შემდეგ მოგვცეს ნება, რომ თვეში ერთხელ მხოლოდ ორი ზრდასრული და ორი არასრულწლოვანი უნდა შესულიყო მასთან. რიგ-რიგობით შემყავდა ბავშვები და ასევე, რიგ-რიგობით შევდიოდით უფროსებიც. სულხანს სატელეფონო ზარის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც პატიმრობა მიუსაჯეს და ისიც ლიმიტირებული იყო“, – განაცხადა თათია მოლაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანგელა მერკელი: ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოებები დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს
Next post ნათია თურნავა: საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის შეთანხმების ამოქმედება ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გასატანი პროდუქციის ასორტიმენტს გაზრდის