ჯანსაღი კვების საიდუმლო

Read Time:1 Minute, 3 Second
როგორ ფიქრობთ, სწორად იკვებებით? სწორად კვება მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღებას გულისხმობს? გაეცანით დიეტოლოგთა რჩევებს, თუ როგორ ვიკვებოთ სწორად.

 

ჯანსაღი ცხოვრების სტილის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორად კვებაა. არ დაუჯეროთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ ჯანსაღი კვება – ეს მხოლოდ, ხილის, ბოსტნეულის, ხორცის და მეტი წყლის მიღებაა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ვიტამინებით გაჯერებული საკვების მიღება. მეცნიერების აზრით, ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია როგორ, როდის და რამდენს ვჭამთ.

1. როგორ?

 

კვების მანერის უგულებელყოფა ნამდვილად არ ღირს, რადგანაც მონელება იწყება პირის ღრუდან და არა კუჭიდან. ხანგრძლივად და ნელა ღეჭვა ეხმარება კუჭს მეტი საჭირო ნივთიერებები შეიწოვოს.

2. როდის?

დღის რა მონაკვეთში მიირთმევთ, დიდი გავლენა აქვს ჯანსაღ კვებაზე. გვიან ჭამა საზიანოა, რადგანაც ჩვენი კუჭი ძილის დროს სათანადოდ ვერ მუშაობს. საკვები მოუნელებელი რჩება და გარდაიქმნება ზედმეტ ცხიმებად. ამის საპირისპიროდ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ დილით ადრიანად ჭამა სასარგებლოა და ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით.

3. რამდენი?

ჯანსაღი პროდუქტიც კი – იქნება ეს ხილი, ბოსტნეული თუ ხორცეული, შესაძლოა დიდი რაოდენობით საზიანოც აღმოჩნდეს. ჩვენს ორგანიზმს მხოლოდ საჭირო ნივთიერებათა გარკვეული რაოდენობა სჭირდება, ზედმეტი რაოდენობა კი, პირიქით, საზიანოა.

დაიმახსოვრეთ, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელია ყველა სახის პროდუქტი და არა მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღად მიჩნეული საკვები – ხილი და ბოსტნეული.

ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალანსებული კვებაა, რომლის შესახებაც საინტერესო რჩევებს შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ. ასევე იხილავთ დიეტოლოგების რჩევას, თუ როგორ უნდა შევავსოთ დღის რაციონი ისე, რომ ორგანიზმმა ყველა საჭირო ნივთიერება მიიღოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვლევა: მედიკამენტებისადმი რეზისტენტულობის გამო, წელიწადში 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპება
Next post წითელი ღვინის საიდუმლო