მარტი 29, 2024
0 0
Read Time:25 Second

საქართველოში თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს და 14 მაისს მისი ხსენების დღეს.

თამარ მეფე ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად არის შერაცხული. „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი” – ეს თამარ მეფის ტიტულია.

იგი მამამ, გიორგი III-ემ თანამოსაყდრედ 1179 წელს გამოაცხადა. 1184 წლიდან კი იგი საქართველოს მონარქი გახდა.
თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები