მარტი 29, 2024
0 0
Read Time:37 Second

დედაქალაქის მერია საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციის, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალისა და 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბეჰემოტის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ბეჰემოტ ბეგის ქანდაკება – გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან  ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

თითოეული კონკურსანტი სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში თავისუფალია.

ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურის პროექტის განხორციელებისთვის საერთო სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 50 000 ლარს. ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი. რაც შეეხება ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალს, მისი საერთო ღირებულება განისაზღვრა არაუმეტეს 120 000 ლარით, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება – არაუმეტეს 90 000 ლარით.

კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები