მარტი 29, 2024
0 0
Read Time:54 Second

ძილი – სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესია, მაგრამ უფროსებთან ყველაფერი მარტივადაა. ჩვენ ვისწავლეთ, რომ როდესაც ძილის ხარისხი ან ხანგრძლივობა მოქმედებს ჩვენს ხასიათზე – ვცდილობთ, როგორმე გამოვასწოროთ ეს პრობლემა. როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, ხშირად არ გვესმის ერთი რამ: რამდენი ხანი უნდა ეძინოთ ბავშვებს, რატომაა ზოგჯერ რთული მათი დაძინება და როგორ შეიძლება იმოქმედოს ძილმა მის ჯანმრთელობაზე, ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე?

არსებობს ბავშვის ძილის საათობრივი ნორმები
ასაკის მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, იცვლება მაჩვენებლები.
ახალშობილები (0-დან 3 თვემდე): 14-17 საათი ყოველდღე.
პატარები (4 დან 11 თვემდე):
12-15 საათი.
•ბავშვები (1-დან 2 წლამდე):11-14 საათი
•ბავშვები (3-დან 5 წლამდე): 10-13 საათი.
•ბავშვები 6-13 წლამდე:9-11 საათი.
•მოზარდები (14-17): 8-10 საათი.

ბევრ ბავშვს – განსაკუთრებით მოზარდებს არ ჰყოფნით ძილი
სინამდვილეში, ძილის ნაკლებობა ყველაზე გავრცელებული დარღვევაა ბავშვებსა და მოზარდებს შორის. ძილის ნაკლებობის გამო ბავშვი შეიძლება გახდეს კაპრიზული, გაღიზიანებული ან პირიქით, ძალიან აქტიური. მოზარდებში ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სწავლაში ჩამორჩენა, ხასიათის ცვალებადობა და დილით გაღვიძების გაძნელება. თუ ბავშვი იძინებს თავის დროზე, მაგრამ მაინც არ არის ენერგიული, თუ ძილის დროს ხვრინავს, ხშირად იღვიძებს, აწუხებს მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები