10 ფრაზა, რომელიც გამხდარ ადამიანს არასდროს უნდა უთხრათ

Read Time:1 Minute, 7 Second

თქვენც მათ შორის ხართ, ვინც გამხდარი ადამიანის დანახვაზე ხმამაღლა გამოხატავს წუხილს ან აღნიშნავს, რომ ამ პრობლემას ცოლის მოყვანა გადაჭრის?! იმედია, არა.

საქმე ის არის, რომ წონაზე ყურადღების გამახვილება ან ამ თემაზე უადგილო ხუმრობები თითქმის ყველა ადამიანს აღიზიანებს და თუ არ გინდათ, ვინმეს აწყენინოთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს 10 ფრაზა გამხდარ ადამიანებს არასდროს არ უნდა უთხრათ.

1. მგონი შენ კიდევ გახდი

ფოტო: giphy

შეიძლება, ეს ფრაზა კომპლიმენტად გაქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ უამრავი ადამიანისთვის წონის მომატება სერიოზული სირთულეა და თქვენ ცეცხლზე ნავთს ასხამთ.

2. სახლში არ გაჭმევენ?

ფოტო: giphy

იქნებ მარტო ცხოვრობს?!

3. ცოტა მეტი გადაიღე, იქნება მოიმატო

ფოტო: giphy

კარგი იქნება, თუ ადამიანებს უფლებას მივცემთ, იმდენი ჭამონ, რამდენიც უნდათ.

4. აუ, ჩემს ათ კილოს მოგცემ არ გინდა?!

ფოტო: giphy

ვთქვათ, მინდა, როგორ გამოგართვა?!

5. ჩემთან სოფელში ჩამოდი, უნდა გაგასუქო!

ფოტო: giphy

მართალია, სუფთა ჰაერზე ყოფნა სასარგერბლოა, მაგრამ შეთავაზების ფორმასაც ხომ გააჩნია არა?!

6. ლიფტში შესვლისას: ამის წონა მაინც არ ითვლება

ფოტო: giphy

ლიფტის სასწორი არ დაგეთანხმებოდა.

7. რამე ხომ არ გჭირს?! ექიმთან უნდა მიხვიდე!

ფოტო: giphy

დაიმახსოვრეთ, ადამიანების უსაფუძვლოდ შეშინება არ შეიძლება!

8. ცოლს რომ მოიყვან, მოიმატებ!

ფოტო: giphy

ჰო, ადამიანები ხომ ოჯახებს წონის კორექტირებისთვის ქმნიან.

9. მანქანაში თავისუფლად დავეტევით, [სახელი] გამხდარია და მე ჩამიჯდება კალთაში

ფოტო: giphy

სამწუხაროდ, გამხდარი ადამიანები მხოლოდ ოცნებობენ იმაზე, რომ ოდესმე წინა სავარძელში აღმოჩნდენ.

10. არ მეგონა, ამდენს თუ ჭამდი

ფოტო: giphy

ამ ფრაზას ვინმე თუ გეტყვით, თავისუფლად შეგიძლიათ მთლიანად გადასანსლოთ.

on.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორჯომის ტყის აღდგენა ხვალიდან დაიწყება
Next post ზაზა ფაჩულიას აკადემია: ვისაც სემესტრული ნიშანი 7-ზე დაბალი ექნება, ვარჯიშებზე ვეღარ ივლის! წაიკითხეთ სრულად