10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც უწიგნურობაზე მეტყველებს

Read Time:42 Second

თუ არ იცით, რომ გუშინ მაგრათ კი არა, მაგრად გაერთეთ ან ფიქრობთ, რომ არაფელი არ უნდა დაგელიათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.

განაგრძეთ კითხვა და ნახეთ 10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც არასდროს უნდა დაუშვათ:

1. ალბად

შეცდომაა: ალბად, მოგენატრე.

სწორია: ალბათ, მოგენატრე.

2. რამის

შეცდომაა: რამის დედაჩემში ამერიე.

სწორია: ლამის დედაჩემში ამერიე.

3. საავანტყოფო

შეცდომაა: საავანტყოფოში დააწვინეს.

სწორია: საავადმყოფოში დააწვინეს.

ავადმყოფი – ავად + მყოფი.

4. მაგრათ

შეცდომაა: მაგრათ ვიცინე.

სწორია: მაგრად ვიცინე.

5. ბევრჯელ

შეცდომაა: ბევრჯელ გავუმეორე.

სწორია: ბევრჯერ გავუმეორე.

6. არაფლის

შეცდომაა: არაფლის.

სწორია: არაფრის.

7. საქმის ყურში

შეცდომაა: მამაჩემი საქმის ყურშია.

სწორია: მამაჩემი საქმის კურსშია.

8. ჩემს ამპულაში

შეცდომაა: ჩემ ამპულაში ვარ.

სწორია: ჩემს ამპლუაში ვარ.

9. ბიზმესმენი

შეცდომაა: ჩემი შეყვარებული ბიზმესმენია.

სწორია: ჩემი შეყვარებული ბიზნესმენია.

სიტყვიდან – ბიზნესი.

10. რეამინაცია

შეცდომაა: რეამინაციაში მოათავსეს.

სწორია: რეანიმაციაში მოათავსეს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი ახალგაზრდობისათვის, და სხვას კი არ შესტკივა, მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას
Next post მიხეილ სააკაშვილი – ვარშავის აეროპორტში შევხვდი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კბილები არ აქვთ