აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:35 Second

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ტურნირი ჩატარდა სპორტის 7  სახეობაში: შაშში, ჭადრაკში, კალათბურთში, ფრენბურთში, ფეხბურთში, ხელბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში.

სპორტული ფესტივალის გამარჯვებულები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად დააჯილდოვა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მსჯავრდებულებთან შეხვედრისას მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიცაზიის მნიშვნელობასა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში პატიმართა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ტურნირის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულებმა სტუმრებისთვის  რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

სპორტული ფესტივალი   სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც  მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას ემსახურება.

იუსტიციის მინისტრთან ერთად,  ტურნირს ესწრებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, მისი მოადგილე გიორგი გიორგაძე და  სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის  ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები