,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი პროექტი და მოხალისეთა შეფასებები

Read Time:57 Second

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდმა’’ მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში იმ ციფრული უნარების განვითარება, რომელიც მათ მომავალში სოციალური ცვლილებების მიღწევასა თუ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

ახალ პროექტს ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეები და ამა თუ იმ პროექტის მონაწილეები ეხმიანებიან. მათ შორისაა ანა კუპრავაც, რომელიც უკვე მეორე წელია ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტში აქტიურადაა ჩართული:

„ჰელფინგ ჰენდის“ ახალი პროექტი „ციფრული ტექნოლოგიები სოციალური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“  მორგებულია თანამედროვე საზოგადოებში არსებულ პრობლემებზე.  პროექტის ფარგლებში ჩვენ ვსწავლობთ, გავდივართ პრაქტიკას და შესაბამისად ვაღწევთ შედეგსაც, ვიღებთ გამოცდილებას, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოვიყენებთ.

ინფორმაციის მასობრივად გავრცელების ერაში, მაშინ როდესაც რთულია დაადგინო, რომელი ამბავია მართალი და რომელი ყალბი, სწორედ შესაბამისი განათლების მიღება და სხვებისთვის გაზიარებაა საჭირო. ვთვლი, რომ ახალგაზრდებმა და მოზარდებმა უნდა ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას, რათა გვყავდეს ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება. ყველას ვისაც გსურთ, რომ  შეიტანოთ წვლილი თქვენს გარშემო არსებული თემის განვითარებაზე, ცვლილებები უნდა დაიწყოთ თავად და შემდგომ უკვე სხვასაც მოუწოდოთ ამ სიახლეებისაკენ’’ – ამბობს ანა და გეგმავს, რომ პროექტში თავადაც ჩაერთოს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა. კონკურსი  მონაწილეთა შესარჩევად 6-დან 16 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.

„ჰელფინგ ჰენდი’’ პროექტს საჯარო სკოლებთან და უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარმართავს და WACC-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებს.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/BHYGoeCYXQNoDwNp9

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: ოპოზიციის წარმომადგენლებმაც რომ გაიაზრონ მიხვდებიან – ამათი მხარდაჭერა არ შეიძლება, რადგან ქვეყანას ძალიან ცუდი მიმართულებით უბიძგებენ
Next post სოზარ სუბარი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე იყო სასოწარკვეთილი და მრავალგზის დამარცხებული ძალის ბოლო გაბრძოლება