ჯუანშერ ბურჭულაძე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობაზე: ჩვენ სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის სერჟანტთა და რიგით კაპრალების კატეგორიაშიც ვფიქრობთ ანალოგიური პროექტების განხორციელებას

Read Time:27 Second

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა იქნება ერთ-ერთი ძლიერი მოტივაცია ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ოფიცერთა შემადგენლობისთვის და არა მარტო, ჩვენ სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის სერჟანტთა და რიგით კაპრალების კატეგორიაშიც ვფიქრობთ გავაჩინოთ აღნიშნულია გრძელვადიანი მოტივაცია და ანალოგიური პროექტები, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ რეკორდულ დროში მოვახერხეთ აღნიშნული ობიექტის ჩაბარება. 1050 სახლია, მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, როგორც ეს ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. ჩვენ მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობას დავიწყებთ. მაცხოვრებლები სავარაუდოდ შემდეგი თვიდან შეძლებენ ბინების რემონტი დაიწყონ. ის პირობა, რაც სამხედრო მოსამსახურეებს დავუდეთ შევასრულეთ მაღალხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უგულავა: უკრაინელებს რომ არ ევაჟკაცათ, ჩვენ ამათ ჩაბარებული ვყავდით
Next post მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ტურიზმში რუსეთზე დამოკიდებულება მაღალი არაა – ინტერვიუ