ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ ვაგრძელებთ პრემიერ-მინისტრის მიერ დაწყებულ განახლების პოლიტიკას

Read Time:33 Second

ჩვენ ვაგრძელებთ ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ დაწყებულ განახლების პოლიტიკას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit – 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განახლების პოლიტიკის გაგრძელება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თავდაცვის სამინისტრო სტუმრებს მასპინძლობს უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ განახლებულ ბაზებზე, განახლებული ინფრასტრუქტურით, ღირსეული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით.

„ვაგრძელებთ ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ დაწყებულ განახლების პოლიტიკას და ჩვენს სტუმრებს ვმასპინძლობთ უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ განახლებულ ბაზებზე, განახლებული ინფრასტრუქტურით და ღირსეული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ვენ აუცილებლად ჩვეული ძალისხმევით გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთდ მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობას, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: სამხედრო სწავლების დინამიკა და მასშტაბები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების, მშვიდობის გამტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში
Next post სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიადაზე რაჭულის მუსიკაზე გამოვიდა [ვიდეო]