ჯუანშერ ბურჭულაძე: ნუ დახატავთ ისე, თითქოს გადინება გვაქვს, სამინისტრო მაქსიმალურად ზრუნავს სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე

Read Time:35 Second

თავდაცვის მინისტრი სამხედროების მიერ ავიაციის მასობრივი დატოვების შემთხვევებს უარყოფს და ამბობს, რომ სამხედროები ავიაციას არათუ ტოვებენ, არამედ უერთდებიან. ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ავიაციას შემოუერთდნენ და დაუბრუნდნენ ისეთი სპეციალისტები, ვინც ათეული წლის განმავლობაში საზღვარგარეთ იყვნენ წასულები. ჩვენ ჩავრთეთ ყველა ამ პროცესში და ამასაც ნუ დახატავთ ისე ახლა, რომ თითქოს გადინება გვაქვს. მაქსიმალურად ვზრუნავთ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და ეს პროცესიც შეუქცევადი და განგრძობითია.

ბოლო 16 წლის განმავლობაში ავიაციაში სამხედროები დაბრუნდნენ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ხოლო კითხვაზე – რით ხსნის მინისტრი ავიაციიდან სამხედროების წასვლის კონკრეტულ ფაქტებს და ხომ არ არის ეს ცუდი პირობების ბრალი, თუნდაც უხარისხო ფეხსაცმელი, მინისტრმა ასე უპასუხა:

სამხედრო მოსამსახურეს 2019 წლამდე არ ჰქონია არცერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ბათინკი, დღეს თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს აქვს 3 მაღალი ხარისხის ბათინკი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახელმწიფო და „დელტა“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას წლის ბოლომდე დაიწყებენ
Next post ექსკლუზივი-ისრაელს იუდეის აჯანყების პერიოდის ვერცხლის მონეტა გადაეცა