ჯუანშერ ბურჭულაძე: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან

Read Time:38 Second

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხაზი გავუსვით, რომ ამ გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, ხოლო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები სრულად ემსახურება პრინციპს „მეტი ნატო საქართველოში“ და „მეტი საქართველო ნატოში“. ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივებზე. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით პროგრესს ემსახურება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და მისი ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი – საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არსებითი თანადაფინანსებით ხორციელდება და უკვე სთავაზობს მაღალი დონის მზადყოფნაზე ორიენტირებულ საწვრთნელ შესაძლებლობებს. უახლოეს მომავალში ცენტრი ტრანსფორმირდება მსოფლიო დონის ნატოს სტანდარტების საწვრთნელ ცენტრად“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლოიდ ოსტინი: პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ
Next post ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა მოსალოდნელი არ არის