მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 4 Second

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“- ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ ჯარს.

მისი თქმით, ქართულ ჯარში არ დარჩენილა არცერთი მიმართულება, სადაც ძირეული და ხარისხიანი რეფორმები არ განხორციელდა.

„მარტივად რომ გითხრათ, ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რაც მოიცავს სოციალურ პირობებს, ასევე შეიარაღებასა და კომფორტის შექმნას, რაც ჩვენ ფაქტობრივად მოვახერხეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს – დაწყებული უნიფორმით, მათი კვებით, მათი საცხოვრებელი პირობებით და ა.შ. სხვა ძირითადი კომპონენტი, რაც შეადგენს ჯარისკაცზე ზრუნვას, არ არსებობს. ჩვენ ფაქტობრივად არ დავტოვეთ არცერთი მიმართულება, სადაც არ მივიღეთ უმაღლესი ხარისხი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ეს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია და უახლოეს მომავალში შემუშავდება თავდაცვის კოდექსი, რომლის მთავარი სულისკვეთება ჯარის პოპულარიზაცია იქნება.

„გარდა შექმნილი პირობებისა, აუცილებელია პოპულარიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ. ესეც შეიძლება კრიტიკის საბაბი გახდეს და არის კიდეც. ამის წინააღმდეგ არის ზუსტად მიმართული ის კამპანიები დისკრედიტაციის, რაც იწარმოება ქართული ჯარის წინააღმდეგ. თუმცა, პოპულარიზაციის მიზანი ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს დასახული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ამ მიზანს. ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ თავდაცვის კოდექსს, რომელიც იქნება შემუშავებული, დამტკიცებული და ეს იქნება სახელმძღვანელო, ალბათ უახლოეს მომავალში, ჩვენი თავდაცვის ძალების. კოდექსის მთავარი სულისკვეთება არის ჯარის პოპულარიზაცია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები