მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 33 Second

თამამად შეიძლება შევაფასოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

კერძოდ, მან უპასუხა სენატორ ჯინ შაჰინის კითხვას: „როცა 2012 წელს საქართველოში ვიყავით, ივანიშვილს, რომელიც ითვლებოდა „ქართული ოცნების“ მამად, აფინანსებდა „ქართულ ოცნებას“, აკრიტიკებდნენ რუსეთთან ზედმეტად ახლოს ყოფნისა და რუსეთისგან ბრძანებების მიღების გამო. იგი ამას უარყოფდა და როგორც მე მესმის, კვლავ უარყოფს ამას და „ქართული ოცნებაც“ უარყოფს ამას. თუმცა, რამდენად ვფიქრობთ ჩვენ, რომ ამაში არის სიმართლე და რამდენად ვართ შეშფოთებულები იმით, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება, არ გრძნობდეს თავს თავისუფლად, მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები ამ კრიზისის გადაჭრის მცდელობისთვის და გააგრძელოს ეს გზა, რადგან რუსეთისთვის მოაქვს მას სარგებელი?“

როგორც კენტმა აღნიშნა, ნათელია, რომ დასავლური ინტიტუტებისადმი სწრაფვა არის არა მარტო საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ სამი-მეოთხედის არჩევანი, არამედ – „ქართული ოცნების“ მთავრობების მუდმივი არჩეული გზა.

„ვფიქრობ, თამამად შეიძლება შევაფასოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ მისი ყოფნით და ახლა მისი ამ როლიდან ფორმალურად გადადგომით, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი. სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის შეიტანენ. ისინი განაგრძობენ NATO-ს წევრობისკენ სწრაფვას. ნათელია, რომ ეს არის არა მარტო ქართველების სულ მცირე სამი-მეოთხედის არჩევანი, ის არის „ქართული ოცნების“ მთავრობების მუდმივი არჩეული გზა, რომლებსაც ფორმალურად როგორც თავმჯდომარე, თუ არაფორმალურად როგორც პარტიის დამფუძნებელი ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო და რომელთანაც ახლოს ვმუშაობდით, საქართველოს გზისადმი ერთგულება და მათი სტრატეგიული მიზანი აშკარაა. ვფიქრობ, ეს მოსმენა არის ფოკუსირება იმაზე, არიან თუ არა ერთგულები ისინი იმ ღირებულებებისადმი, რომლებიც მათ ამ გზაზე გაუძღვება, რადგან ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს არის ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს. ვფიქრობ, ეს არის საბოლოო ტესტი და მიზეზი, თუ რატომ არის ის მოვლენები, რომელთა განსახილველად თქვენ მოიწვიეთ ეს მოსმენა, ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები