მარტი 29, 2024
0 0
Read Time:34 Second

რუსეთის მიერ მარიუპოლისთვის მიყენებული ზიანი გამანადგურებელია, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ეს ადგილი, სტრუქტურული თვალსაზრისით, რუსული ავიადარტყმების შედეგად უბრალოდ განადგურებულია. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, რეკრეაციულ პარკებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ამასთან, პენტაგონის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების 20-მა პროცენტმა პოზიციები შეიცვალა, ზოგიერთი მათგანი ბელარუსისკენ მიემართება.

„ჩვენი შეფასებით, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, ისინი აპირებენ ამ ძალების გადაიარაღებას, მარაგების შევსებას და უკრაინაში, სადმე გამოყენებას“, – აღნიშნავს კირბი. მისი თქმით, რუსეთი სერიოზულად რომ ყოფილიყო განწყობილი დეესკალაციის მიმართ, ისინი ძალებს მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გაგზავნიდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, კვლავ საარტილერიო ცეცხლითა თუ საჰაერო დარტყმებით ბომბავენ კიევს.

კირბის თქმით, რუსული ძალები დონბასის რეგიონში გააქტიურდნენ. მისი განცხადებით, „ვაგნერის ჯგუფის“ 1 000-მდე წევრი ამჟამად დონბასში იმყოფება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები