აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:24 Second

 

ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მხრიდან ვიხილავთ ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას,- ასე ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებას.
ბორელი შეთანხმებას “ისტორიულ მიღწევას” უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო მხარდაჭერა ექნება.
“8 მარტის შეთანხმება საქართველოში ისტორიული მიღწევა იყო. ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მხრიდან ვიხილავთ ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას. ევროკავშირი დააკვირდება 8 მარტის პირობების შესრულებას არჩევნებთან დაკავშირებით”,- წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები